Digest Logo

🎥 „რამდენჯერ შემწვეს შამფურზე არ ვიცი...რა ვქნა ახლა ჩემი შვილის მამა და ჩემი მეუღლე არის კორეელი“ - სოფია კვინიკაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

1754760653
სოფია კვინიკაძე

სამხრეთ კორეაში, სეულში მცხოვრები ქართველი ბლოგერის, სოფია კვინიკაძის ცხოვრებაში სასიხარულო ცვლილებაა – იგი 22 აპრილს დედა გახდა. სოფიამ შვილთან ერთად გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელშიც უკვე გააზიარა და მას შემდეგ მუდმივად უზიარებს საზოგადოებას ოჯახურ ახალ-ახალ კადრებს.

ბლოგერი რამდენიმე თვის წინ სამშობლოში, კერძოდ ქუთაისში იყო ჩამოსული მეუღლესთან და შვილთან ერთად, თუმცა უკვე კორეაში დაბრუნდნენ. 

სოფია სოციალურ ქსელში აქტიურად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან. ამჯერად იგი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც კრიტიკოსებს პასუხობს:

„არასდროს ვიკადრებ იმას, რომ ქართველი კაცი გავლანძღო, რადგან ის ქართველი დედის გაზრდილია. სოციალურ ქსელში წავაწყდი გოგოს ვიდეოს რომელსაც ცუდ კომენტარებს უწერდნენ ვიდეოზე. ჩემთან ვიდეოებშიც ხშირად არის კომენტარები, მენანებით გოგონები კორეელებისთვის ორივე დებიო. არასდროს მითქვამს ის, რომ ქართველი კაცები არიან უმაქნისები და ცუდები. მამა მყავდა ქართველი და ბევრი ქართველი მეგობარი მყავს, შესაბამისად ასეთ რაღაცას არასდროს ვიკადრებ.

ძალიან რადიკალიზმი გვახასიათებს და ჩვენთვის მხოლოდ თეთრი ან შავი არსებობს. მე რამდენჯერ შემწვეს და დამაპიწკინეს შამფურზე არ ვიცი. რა ვქნა ახლა ჩემი შვილის მამა და ჩემი მეუღლე არის კორეელი. ფაქტობრივად აქ გავიზარდე, რადგან 22-ის ვიყავი რომ წამოვედი ახლა 30-ის ვარ. ნახევარი ცხოვრებაა ჩემთვის. ლოგიკურია, სადაც ქართველი არ ჭაჭანებდა შევქმენი ოჯახი.

ჩემი ვიდეოების კომენტარებში წერია - „ფული ჯოჯოხეთს ანათებს“. ჩემ ქმარზე 8-ჯერ მაღალი შემოსავალი მაქვს. ჩემი ქმარი ფულით და შემოსავლით არ გამირჩევია. ჰოდა შეფურთხება არის ქართველი ქალებისთვის ასეთი კომენტარები. ეს მგონია ქართველი კაცის კომპლექსი. ჰგონიათ, რომ ქართველ გოგონებს იმიტომ არ მოსწონთ, რომ ფული არ აქვს. არ ჰქონდა ჩემ ქმარს ფული, მაგრამ კარგი ბიჭი იყო და შევქმნით ოჯახი. თვითონ შეუმდგარი, უფულო და ბოღმა ბიჭები, არიან ამიტომ წერენ ასეთ კომენტარებს. ქართველი ქალი დღეს უფრო კარგ შვილებს ზრდის, ვიდრე ქართველი კაცი“, - ამბობს სოფია კვინიკაძე.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „არაჩვეულებრივად გამოიყურები...“ - რუსა ჩაჩუა ბოდრუმიდან ახალ კადრებს აქვეყნებს

⭕„ყოველდღე ათასი გზით მიჩვენებ შენს უსაზღვრო სიყვარულს...“ - ილია თოფურიას მეუღლე ოჯახურ კადრებს აქვეყნებს

⭕ „უმშვენიერესი გოგო“ - მაკა ზამბახიძე ბათუმში ისვენებს