Digest Logo

„ყოველდღე ათასნაირად მაგრძნობინებ შენს უსასრულო სიყვარულს და მაძლევ საჩუქრებს...“ - ილია თოფურიას მეუღლე ოჯახურ კადრებს აქვეყნებს

1754753362
ჯორჯინა უზგატეკუია

UFC-ის ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგუია პირველი საერთო შვილის მშობლები ცოტა ხნის წინ გახდნენ. წყვილს გოგონა შეეძინა, რომელსაც დედის სახელი, ჯორჯინა დაარქვეს.

ჯორჯინასთვის ეს პირველი შვილია, ილიას კი პირველი ქორწინებიდან უკვე ჰყავს ვაჟი. იგი ამჯერად ოჯახურ კადრებს აქვეყნებს, რომელზედაც წერს:

„ყოველდღე ათასნაირად მაგრძნობინებ შენს უსასრულო სიყვარულს და მაძლევ საჩუქრებს, თითქოს მართლა მათი ღირსი ვიყო. ვცდილობ მადლობა გადაგიხადო ისე, როგორც შენი მადლი ჩემში იმსახურებს, მაგრამ ყოველთვის მიჭირს სათანადო სიტყვების პოვნა. უფალო, მუდამ და ყველაფერში აღსრულდეს შენი ნება ჩემს ცხოვრებაში - კეთილი, სასიამოვნო და სრულყოფილი სახით.“, - წერს ჯორჯინა კადრებზე.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Giorgina Uzcategui Badell (@giorginauzcategui)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „უმშვენიერესი გოგო“ - მაკა ზამბახიძე ბათუმში ისვენებს

🎥 „ამით ყველაფერ ნეგატიურს წარსულში დატოვებთ...“ - გოგა მანიას რჩევა 9 აგვისტოსთვის

⭕ „ბევრი ადამიანი უფრო მოწყვლადი და ფაქიზი გახდება...“ - 10 აგვისტოს ასტროპროგნოზი რამაზ გიგაურისგან