Digest Logo

🎥 რამდენჯერ უნდა ჰქონდეს წყვილს სქესობრივი ურთიერთობა, რომ ორსულობა ადვილად დადგეს - ქეთევან ქანთარიას განმარტება

1790156145
ქეთევან ქანთარია

ქეთევან ქანთარია წარმატებული მეან-გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგია. იგი არის ვალენსიის უნივერსიტეტის მაგისტრი ადამიანის რეპროდუქციის ბიოტექნოლოგიასა და ემბრიოლოგიაში. აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სამედიცინო კონგრესებში და ხელოვნური განაყოფიერების (IVF) მიმართულებით მუშაობს.

იგი პოდკასტის „სტუმრად ექიმთან“ სტუმარი იყო, სადაც უშვილობასა და წყვილის სქესობრივ ურთიერთობაზე ისაუბრა:

„რამდენად ხშირი სქესობრივი კონტაქტი არის საკმარისი იმისთვის, რომ დადგეს ორსულობა?

ან როდის?

საშუალოდ, რეკომენდებულია მენსტრუაციული ციკლის მეათედან მეოცე დღის ჩათვლით, წყვილმა იქონიოს სქესობრივი კონტაქტი ყოველდღე ან დღეგამოშვებით.

არ არის აუცილებელი ოვულაციის პერიოდში დამთხვევა სქესობრივი თანაცხოვრების და პირიქით, წყვილებს ვურჩევ, არანაირი თანხვედრა, არანაირი ფსიქოლოგიური დაძაბულობა არ არის საჭირო“, - ამბობს ქეთევან ქანთარია.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ვიტამინი D უბრალოდ არ არსებობს, ეს არის სამედიცინო ფაქტი, რომელზედაც ხმამაღლა თითქმის არავინ საუბრობს“ - რას წერს ფსიქოთერაპევტი

🎥 ისტორიაში პირველად, 100 წელს გადაცილებული ადამიანების რაოდენობამ იაპონიაში 100 000-ს გადააჭარბა - რა არის მათი დღეგრძელობის საიდუმლო?

„დაზიანება, დაავადება, უსიამოვნებები საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან“ - 23 სექტემბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით