
ტელეწამყვანი და ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე მრავალშვილიანი დედაა. იგი სოციალურ სივრცეში აქტიურობით გამოირჩევა, მეტიც თამუნა მუსერიძემ დააფუძნა ჯგუფი „ვეძებ“, რომლითაც საზოგადოებას დაკარგული და გაშვილებული ოჯახის წევრების პოვნაში ეხმარება.
ბოლო დროს იგი მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა, რადგან მან 8-წლიანი ძებნის შემდეგ ბიოლოგიური მამა და დედმამიშვილები იპოვა. ტელეწამყვანის ბიოლოგიური მამა ზუგდიდში მცხოვრები, დამსახურებული ქორეოგრაფი, გურგენ ხორავაა.
იგი მამას კვლავ ესტუმრა და სოციალურ ქსელში ზუგდიდიდან ახალი ვიდეო გაგვიზიარა:
„რეპეტიციასაც დავესწარით“, - წერს თამუნა მუსერიძე.
ვიდეომ დიდი გამოხმაურება დაიმსახურა:
„რამდენჯერ ვუყურე, ღმერთმა დიდხანს გიცოცხლოს“.
„რა ბედნიერებაა, ამდენი ძებნის მერე, ასეთ საამაყო მამას რომ გაიცნობ და გაითავისებთ ერთმანეთს“.
„ისე რა არის ეს გენეტიკა, თამუნა დახვეწილი, რაღაც სხვანაირი რომ იყო, განსხვავებული, თურმე აი, საიდან... ამ ხელოვანი ადამიანისგან....“, - წერენ კომენტარებში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მათესა და სალომეს ნიშნობა დედის საფლავზე“ - რა კადრებს ავრცელებს გელა ბარკალაია