Digest Logo

„რამხელა პასუხისმგებლობაა გერქვას „მამა” და ამ სახელის წოდება გაამართლო“ - შალვა კეკელია შვილს დაბადების დღეს ულოცავს

1687862403
დეკანოზი შალვა კეკელია

ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვრის მამა შალვა კეკელიას შვილს დღეს დაბადების დღე აქვს. სასულიერო პირმა ბიჭს იუბილე სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით მიულოცა:

„გიო, მამ, გილოცავ დაბადების დღეს, 17 წლის წინ პირველად ვიგრძენი თურმე რამხელა პასუხისმგებლობაა გერქვას „მამა” და ამ სახელის წოდება გაამართლო… ასევე იმ დღეს გავაცნობიერე რას ნიშნავს გერქვას „შვილი” და შეძლო ღირსეული შვილობა…

ჩვენ ღმერთის შვილები ვართ, მან ინება ჩვენი არ არსებობიდან არსებობაში შემოყვანა და ის ჩვენთვის ჯვარზე გაეკრა… იცოდე - ღმერთს არასოდეს უღალატო, სულ გულში გყავდეს, ცხოვრება ბევრ სირთულეებს მოგიმზადებს, შეიძლება ბევრჯერ დამარცხდე, ვერ გაუძლო ცდუნებებს, მაგრამ გახსოვდეს - ის არასოდეს მიგატოვებს, თუ შენ მიუხედავად ყველაფრისა მას არ განეშორები, იცოდე - ის ჩვენი ცხოვრების აზრი და მიზანია…

შეიყვარე ღმერთი გულით და გონებით, მიყვარხარ მამიკო ძალიან“, - წერს მამა შალვა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „მიყვარხარ, ის იშვიათი გამონაკლისი ხარ ამ ქვეყნად, ვისი აზრიც განსაკუთრებულად მაინტერესებს“ - რას წერს ინგა გრიგოლია

🔵 „არ ვიცი ასეთი ბოროტება როგორ იბადება ადამიანის ტვინში“ - რა ფოტოს ავრცელებს მანანა თოქმაჯიშვილი