Digest Logo

„რანაირი ადამიანი ხარ, ჩემო ვარსკვლავო, ალბათ მანდაც უყვარხარ...“ - გიორგი გოგიჩაიშვილი 58 წლის გახდებოდა

1777389614
ნათია ბანძელაძე

მსახიობი გიორგი გოგიჩაიშვილი 2019 წლის 4 ივლისს მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. მისმა გარდაცვალებამ გული არა მხოლოდ ოჯახს, არამედ მთელ საქართველოს დასწყვიტა.

დღეს მისი დაბადების დღეა. მსახიობი 58 წლის გახდებოდა. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, გიორგი გოგიჩაიშვილის ცოლმა, ნათია ბანძელაძემ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გაავრცელა:

„შენს დაბადებას გაუმარჯოს ჩემს ცხოვრებაში! არ ვიცი როგორ ახერხებ, მაგრამ დღესაც ისევ ისე გესაუბრები, როგორც ადრე, დღესაც სიმშვიდეს და სიყვარულს ვგრძნობ როცა შენთან ვარ ფიქრებში..

არ ვიცი როგორ ახერხებ, მაგრამ შენმა პატარებმა აივიმ და ავამ იციან სად მოგძებნონ და სიყვარული სად გამოგიგზავნონ... იციან, რომ კეთილ ადამიანებს გოგიჩა ბაბუ უგზავნის, უბრალოდ არ იციან რატომ გადაწყვიტე, რომ ცაზე ვარსკვლავი გამხდარიყავი, მაგრამ ღამით ცაზე გხედავენ და უხარიათ!

ჩვენი შვილიშვილები მე ჯადოქარს მეძახიან, ჯერ არ იციან კიდევ, რომ ნამდვილი ჯადოქარი შენ ხარ ... რადგან ვინც ვართ, ვინც დაგვტოვე და ვინც ვაგრძელებთ გულში შენს ტარებას, ყველა შენი დიდი სიყვარულის ნაყოფი ვართ...

მენატრები, მჭირდები , მაკლიხარ, თითქოს ყველგან ხარ, მაგრამ სად ხარ...

იცი ხანდახან, ხმამაღლა მეცინება ხოლმე ისე მკაფიოდ მესმის ხოლმე შენი ხმა„რა რამაზი გოგო ხარ“.

გახსოოვს რამე ახალზე რომ გკითხავდი აზრს და მერე ვიწყებდი ზუზუნს ,არ მოგწონს და არ მეუბნები ლამაზს კი არა და „რამაზს“ მეძახითქო და როგორ მიხსნიდი დაღლამდე შენი საყვარელი სიცილით, თუ როგორ არ მესმოდა რომ „ლამაზს“ - „რა რამაზი“ სჯობდა, რადგან ეს უფრო ბევრს ნიშნავდა ...

რანაირი ადამიანი ხარ, ჩემო ვარსკვლავო, ალბათ მანდაც უყვარხართ და ცაშიც ითვლიან წლებს!

შენს დაბადებას გაუმარჯოს ჩემს ცხოვრებაში... დიდი ბავშვი 58-ის არის...“, - წერს ნათია ბანძელაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„იცით რა გვჭირს? დაბალი თვითშეფასება, აი, ასე ჰქვია ამ ყველაფერს“ - რას წერს ფსიქოთერაპევტი

„მადლობა ყველაფრისთვის, ძალიან მიყვარდა...“ - ხათუნა ხოფერია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

„მიიღეთ გადაწყვეტილებები ცივი გონებით და არა ემოციებით...“ - 28 აპრილის ტაროლოგიური პროგნოზი