ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და ხშირად აქვეყნებს სტატუსს ყოველდღიური ცხოვრებიდან. მას გამორჩეული იუმორის გრძნობითაც აფასებენ.
ამჯერად იგი ილია მეორის დედის, პატრიარქისადმი მიწერილ სიტყვებს გვიზიარებს:
„რანაირი ზნე კეთილი და კულტურული ქალის გაზრდილი ყოფილა ჩვენი პატრიარქი.
ნინოობის დღესასწაულზე ილია მეორისადმი მიწერილ წერილში დედა წერს:
„ირაკლი, მივიღე შენი გამოგზავნილი ფული, წერილი და რა თმა უნდა გავიხარეთ. ჩვენ იოლად გავდივართ, იქნებ გჭირდებოდა და დაიკალ და ჩვენ გამოგვიგზავნე. გენაცვალოს დედა, ნინოობას გწერ ამ წერილს, იყავ კარგა, ღმერთი იყოს შენი მფარველი, ღვთისმშობელი, ნინო, საქართველოს განმანათლებელი. გეხმარებოდეს და გფარავდეს შვილო ჩემო. მოკითხვა ყველა შენს კეთილებსა და ეკლესიისთვის პატიოსან მორწმუნეთ. დედა“, - გვიზიარებს დათო ლიკლიკაძე პატრიარქის დედის სიტყვებს.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო და გაგრძელდება 22 მარტამდე, მის დაკრძალვამდე.
(ვიდეო ჩაწერილია გასული წლის დეკემბერში)
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕თბილისის მეტრო სამი დღის განმავლობაში მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება