Digest Logo

რას მივაქციოთ ყურადღება და როგორ დავიცვათ თავი კანის კიბოსგან - დერმატოლოგის მნიშვნელოვანი განცხადება

1777721865
ვერიკო აბრალავა

მაისი კანის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა!

კანის დაცვა სიცოცხლეს იცავს კანის ერთ-ერთი გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა კანის ბრტყელუჯრედული სიმსივნე.

ის ვითარდება კანის ზედაპირული უჯრედებიდან და ხშირად დაკავშირებულია მზის ულტრაიისფერ (UV) სხივებთან ხანგრძლივ ზემოქმედებასთან.

„🔍 რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

▪️ ხანგრძლივად მოუშუშებელი ჭრილობა

▪️ ქერცლიანი ან გამკვრივებული ლაქა

▪️ მეჭეჭის მსგავსი წარმონაქმნი

▪️ სისხლმდენი ან მტკივნეული კანის უბანი

⚠️ რისკ-ფაქტორები:

▪️ მზეზე ხშირი ყოფნა და დამწვრობები

▪️ სოლარიუმის გამოყენება

▪️ ღია ფერის კანი

▪️ ასაკი და იმუნური სისტემის დაქვეითება

🛡️ როგორ დავიცვათ თავი?

✔️ გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი ყოველდღიურად (SPF 30+)

✔️ მოერიდეთ მზის პიკურ საათებს (12:00–16:00)

✔️ ატარეთ ქუდი და დამცავი ტანსაცმელი

✔️ რეგულარულად შეამოწმეთ კანი და საეჭვო ცვლილებისას მიმართეთ ექიმს.

⏳ დროული დიაგნოზი უმნიშვნელოვანესია - ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობა საკმაოდ ეფექტურია“, - წერს დერმატოლოგი ვერიკო აბრალავა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

„უზარმაზარი, ადამიანის სახიანი, ოღონდ უთვალო ფრინველი ჩამოეშვა და მარჯვენა ხელზე დააჯდა, ბავშვიც ზუსტად ამგვარი სახით დაიბადა“ - 2 მაისი ნეტარი მატრონას ხსენების დღეა

„მოემზადეთ მოულოდნელობებისთვის, შესაძლოა დაგჭირდეთ გეგმების სწრაფად შეცვლა“ - 2 მაისის ტაროლოგიური პროგნოზი

კარლო კაჭარავას და ლიკა კაჭარავა გარდაიცვალა