Digest Logo

„უზარმაზარი, ადამიანის სახიანი, ოღონდ უთვალო ფრინველი ჩამოეშვა და მარჯვენა ხელზე დააჯდა, ბავშვიც ზუსტად ამგვარი სახით დაიბადა“ - 2 მაისი ნეტარი მატრონას ხსენების დღეა

1777720303
დედა მატრონა

2 მაისს ნეტარი მატრონას ხსენების დღეა, წმინდა მატრონა განსაკუთრებით უყვართ საქართველოში.

გთავაზობთ სასწაულებს, რომელსაც ჩვილობიდანვე აღასრულებდა მასზე უფალი.

როდესაც დედა მატრონაზე ფეხმძიმედ იყო, სიღარიბის გამო გადაწყვიტა, ახალშობილი თავშესაფარში ჩაებარებინა.

ფეხმძიმობის ბოლო თვეს სიზმარი ნახა: ზეციდან უზარმაზარი, ადამიანის სახიანი, ოღონდ უთვალო ფრინველი ჩამოეშვა და მარჯვენა ხელზე დააჯდა. ბავშვიც ზუსტად ამგვარი სახით დაიბადა - შეკრული ქუთუთოებითა და დახუჭული თვალებით. თვალის ბუდეები თითქოს გამომშრალი ჰქონდა. ნატალიას უფლისა შეეშინდა და ბავშვი დაიტოვა.

სასწაული მომხდარა პატარა მატრონას ნათლობისას. როდესაც მღვდელმა ჩვილი ემბაზში ჩაუშვა, იქიდან ორთქლის სვეტი ამოვიდა, ირგვლივ კი არაჩვეულებრივი სურნელი გაიფანტა.

მატრონა ძუძუს ოთხშაბათ-პარასკევს არ ეკარებოდა. ამ დღეებში ღრმად ეძინა და ვერაფრით აღვიძებდნენ. ზამთარში ბავშვს მშობლებთან ერთად ღუმელზე ეძინა. ხანდახან ღამით გაღვიძებიათ და ბავშვი ლოგინში არ დახვედრიათ - ოთახის კუთხეში ხატებთან მოტიტინე უნახავთ. როცა წამოიზარდა, ღამით დედის დაძახებას გამოეპასუხებოდა: „აქა ვარ, მშვიდად დაიძინე, მალე მოვალ!“.

ერთხელ ექვსი წლისას დედა გაუჯავრდა:

- რატომ იხსნი ჯვარს? როგორ მტანჯავ, შე ბრმავ!

მატრონამ უპასუხა:

- დედი, ბრმა შენა ხარ. ჩემი ჯვარი მე მკერდზე მაქვსო. წმინდა მატრონა მკერდზე გამოსახული ჯვრით დაიბადა. დედამ ახლაღა შეამჩნია ჯვარი და სინანულით უთხრა:

- საყვარელო შვილო, მაპატიე, სულ რომ გიჯავრდებოდი. არც კი ვიცოდი, მკერდზე ჯვარი რომ გქონდაო.

.წმინდა მატრონა გარეგნულად ბავშვივით მომცრო ტანისა იყო. საწოლში არასოდეს წვებოდა, მჯდომარეს ეძინა.

როცა ხალხს იღებდა, დაჯდებოდა, ფეხებს გადააჯვარედინებდა, მოხრიდა, ხელებს წინ გაიწვდიდა და მომსვლელს ელოდებოდა. მის წინ მუხლმოდრეკილთ თავზე ხელს დაადებდა, ჯვარს გადასახავდა და ეუბნებოდა - რა უჭირდა, შემდეგ მისთვის ლოცულობდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

„მოემზადეთ მოულოდნელობებისთვის, შესაძლოა დაგჭირდეთ გეგმების სწრაფად შეცვლა“ - 2 მაისის ტაროლოგიური პროგნოზი

კარლო კაჭარავას და ლიკა კაჭარავა გარდაიცვალა

„არ გირჩევთ კონფლიქტის დაწყებას, ვალის აღებას, დავის წამოწყებას...“ - 2 მაისის მეტაფიზიკური პროგნოზი