Digest Logo

„რას უნდა ველოდო 70 წლამდე? მინდა აქტიური ცხოვრება - აქ და ახლა!“ - გურამ შეროზია პენსიონერი ტურისტების ფენომენზე წერს

1754650383
გურამ შეროზია

ბლოგერი, მარკეტერი და მოგზაურობის მოყვარული გურამ შეროზია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ დასავლელი პენსიონერი ტურისტების მაგალითზე კითხვები უჩნდება: თუ როგორ მოახერხეს მთელი სიცოცხლე შრომაში გაატარონ, და მხოლოდ სიბერეში, დაქანცულებმა მისცენ თავს უფლება იმოგზაურონ. 

შეროზიას განმარტებით, დასვენებისთვის, გართობისთვის, მოგზაურობისა და ღამისთევისთვის სწორედ, რომ ოპტიმალური ასაკია - ახალგაზრდობა. მისი თქმით, იგი თავად ბედნიერია, რადგან დასვენებას, შრომას და მოგზაურობას სათანადო ყურადღებას უნაწილებს და წლების გასვლას ან ღრმა სიბერეს არ ელოდება.

„სულ მიკვირს ხოლმე, ევროპელი პენსიონერი ტურისტების, 30-40 ერთად რომ დადიან, დროშის მოფრიალე ტურ ლიდერი ან გიდი რომ მიჰყვებათ, მთელი ცხოვრება რომ მუშაობაში გაატარეს, მაქსიმუმ თავისივე ქვეყნის ბათუმებში ჩაირბენდნენ ზაფხულობით და ახლა გადაწყვიტეს, რომ მოაგროვეს ფული და მოგზაურობის დროა…

ვერ მესმის და ვეღარც გავიგებ!

- ახლა შევიგრძნობ უმაღლეს დონეზე ყველაფერს
- ახლა მიდუღს ძარღვებში სისხლი და მაქვს დაუშრეტელი ენერგია (ნუ მერეც კი მექნება, მაგრამ მაინც)
- ახლა ყველაზე მეტი ძალა მაქვს თვალებშიც, ფეხებშიც, ხელებშიც, გულშიც და ცოოოტა ქვემოთაც  
- ახლა მიდგას ბედნიერი, აქტიური და ფერადი წლები…
- ახლა მიხარია, მაბედნიერებს ცხოვრება, მიხარია მუშაობაც, დასვენებაც, ექსპერიმენტებიც, ღამისთევაც…

რაღაზე ველოდო 65-70 წელს?

იქნებ აღარც დადგეს ეს 70 წელი და რაღა დამრჩება?

შეგროვებას არ გავარტყი?

მინდა ბედნიერი და აქტიური ცხოვრება და უნდა მქონდეს - აქ და ახლა!

65 წელი ვიმუშაო, ღამეები ვათენო, რომ მერე 10-15 წელი დავისვენო და მერე დავიწყო მოგზაურობა? მე მინდა, რომ 80-ვე თუ 90-ვე წელი სილაღესა და თავგადასავლებში გავატარო.

პ.ს. არასდროს არის გვიან, დედაჩემიც არ მოგზაურობდა, 21 წლის ვიყავი ბაქოში რომ წავიყვანე პირველად ჩემი სტიპენდიით, ის კი იქნებოდა 50-მდე. იმის მერე 23 ქვეყანა დალაშქრა და წინ კიდევ ბევრია. უბრალოდ მას სხვა გზა არ ჰქონდა, მანამდე ბავშვი ვიყავი და ვერ „მოვიხოდებოდი”:)) მაგრამ ჩვენმა თაობამ არცერთი წამი არ უნდა დავკარგოთ ბედნიერების!“,- წერს გურამ შეროზია.