Digest Logo

„რას უნდა ვუცქერდე ახლა მოაზროვნე ახალგაზრდა საქართველოზე უკეთესს?...“ - რას წერს გია მურღულია

1739368364
გია მურღულია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ: 

„ახლა მეათე კლასთან მაქვს გაკვეთილი. გავდივართ ჩემს საავტორო საგანმანათლებლო პროგრამას „ფიქრი ფიქრზე“.

წავუკითხე ორი ფრაზა.

პირველი ამერიკის პრეზიდენტს, კელვინ კულიჯს ეკუთვნის („ერთ ადამიანს პლუს კანონი - უკვე უმრავლესობაა“), მეორე - რომაელ ფილოსოფოსს, სენეკას („რასაც არ კრძალავს კანონი, კრძალავს წესიერება“).
რამდენიმე წუთი ვმსჯელობდით მათზე.

ახლა სხედან და წერენ - როგორ აღიქვეს, გაიგეს და გაიაზრეს ამ ორი ფრაზის არსება.
ინტერპრეტაციის კულტურა ძალიან მნიშვნელოვანია.
მთავარი თეზისები უნდა გამოკვეთონ, თავიანთი მოსაზრებები დაასაბუთონ და მაგალითებიც მოიტანონ დასტურისა თუ უარყოფისთვის.

ვუმზერ და ჩემთვის ვამბობ:

რას უნდა ვუცქერდე ახლა მოაზროვნე ახალგაზრდა საქართველოზე უკეთესს?

როგორი ლამაზები არიან, როცა ფიქრობენ.

აზრი ამშვენიერებს ადამიანს“, - წერს გია მურღულია.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„გიგზავნით სიყვარულს საქართველოდან“ - ჯორჯინა უზკატეგუია ოჯახურ კადრებს აქვეყნებს

⭕„მრავალს დაესწარი ძამიკო, სულ გახარებული იყავი“ - ჯიმი აბესაძე გიორგი გაბუნიას დაბადების დღეს ულოცავს

⭕„ძალიან მსიამოვნებს თქვენი ყურება“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი ოჯახურ კადრებს აქვეყნებ