
UFC-ის ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგუია პირველი საერთო შვილის მშობლები ცოტა ხნის წინ გახდნენ. წყვილს გოგონა შეეძინა, რომელსაც დედის სახელი, ჯორჯინა დაარქვეს. ჯორჯინასთვის ეს პირველი შვილია, ილიას კი პირველი ქორწინებიდან უკვე ჰყავს ვაჟი.
ჯორჯინა სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან. ამჯერად იგი, მეუღლესთან და შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, რომელსაც ტექსტს ურთავს თან:
„დილის ასე დაწყება მავსებს სუფთა ენერგიით, ისინი ჩემი 🌍 არიან“, - წერს ჯორჯინა.
ფოტოებს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა:
„გიგზავნით სიყვარულს საქართველოდან“,
„ღმერთმა დაგლოცოთ“,
„საუკეთესოები“,
„გამორჩეული ოჯახი“, - წერენ კომენტარებში.
ნახეთ ფოტოები 👇
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ძალიან მსიამოვნებს თქვენი ყურება“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი ოჯახურ კადრებს აქვეყნებ
🎥 „მუხლები მიკანკალებდა იმდენად მეშინოდა, მაგრამ გავბედე...“ - რას ჰყვება თათა გიორგობიანი?