
„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე წყვილს, მოცეკვავე რატი გაჩეჩილაძესა და მის მეუღლეს, კარინა ლისენკოს საზოგადოება კარგად იცნობს.
27 მაისს წყვილს პირველი შვილი შეეძინა, რომელსაც ემილია დაარქვეს.
პატარა გოგონა დღეს, 20 ოქტომბერს გაქრისტიანდა. ნათლობის ფოტოებს მოცეკვავე წყვილი სოციალურ ქსელში გვიზიარებს.
„დაიჯესტი“ გთავაზობთ რატი გაჩეჩილაძის ერთ-ერთ ინტერვიუს, სადაც იგი ოჯახზე საუბრობდა:
„პირადში ყველაფერი კარგად არის. მას შემდეგ, რაც ჩემს ცხოვრებაში კარინა ლისენკო გამოჩნდა, ყველაფერი ბედნიერად არის. ჩვენი სიყვარული 6 წელია, გრძელდება. ის უკვე ერთი წელია, ჩემი ცოლი გახდა. კარინა ჩემი ნომერ პირველი მეგობარია. როდესაც გვერდით ასეთი ადამიანი გყავს, ყველაფერი ბედნიერებაა. ოჯახში ყველაფერი დაგეგმილი გვაქვს. საერთოდ, პირად თემებზე ნაკლებად ვსაუბრობ. რაც მთავარია, მე და კარინას ბედნიერი ოჯახი გვაქვს და მომავალში შვილებიც გვეყოლება… კარინას გემრიელი ხელი აქვს. ყველაზე ძალიან მისი გაკეთებული ბორშჩი მიყვარს. როცა იტყვის, დღეს ბორშჩის ვაკეთებო, ვიცი, რომ სასწაული მელოდება“,- ამბობდა რატი გაჩეჩილაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: