
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე, სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.
ამჯერად გიორგი ფხაკაძემ „ფეისბუკის“ პირდაპირ ეთერში გვანახვა, როგორ ეწვია Nuki Cosmetics-ის სტენდს და მომხმარებლის უფლებების სააგენტოში გასაგზავნად კვებითი დანამატები შეიძინა:
„ნუკი კაი ტიპშაა, კაი გოგოა, მაგრამ ნუ აი, ვუთხარი არ გინდა-მეთქი. სხვა რაღაცებს ხომ აკეთებს, „ფეშენი“, კოსმეტიკა.
კონსულტანტმა თავისი საქმე ძალიან კარგად გააკეთა, ძალიან საყვარელია, გამიღიმა.
ნუკი, გეხვეწები, რა, ნუ მაიძულებ. უბრალოდ ამოიღე გაყიდვიდან, ერთ კვირაში ისევ მოვალ, თქვი, რომ მხოლოდ ამერიკაში ყიდი და აქ აღარ.
ის მწვანე გაგითავდა, ეს წითელი ძველი მარაგებიდან დაგრჩა, მე ასე ვფიქრობ. იმედი მაქვს, რომ ამოწურვაზე მუშაობ.
ესეც მიდის მომხმარებლის უფლებების სააგენტოში. პროდუქტზე ინფორმაცია ქართულ ენაზე არ არის დატანილი. ეს პროდუქტი არის ძაღლებისთვის!“, - ამბობს გიორგი ფხაკაძე.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო:
ასევე დაგაინტერესებთ: