ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„– რატომ არის, რომ ადამიანები ვერ ინარჩუნებენ სტაბილურად სულიერ ცხოვრებას?!
ცოტა ხანი იცხოვრებს,
მერე წავა…
– რატომ ხდება ასე?!
– იმიტომ, რომ მუდმივობა არ შეუძლია, ადამიანს არ ყოფნის არაქათი,
არ ყოფნის.
არ ყოფნის გონიერება,
არ ყოფნის ენერგია,
არ ყოფნის ერთგულება,
სულმოკლე ხდება,
გესმით?!
და არ შეიძლება მებრძოლი, ომის დროს, როცა ფრონტზე იმყოფება, მოდუნდეს და მიიძინოს,
სანამ ომი არ დამთავრდება – არ შეიძლება მოდუნდეს,
იმიტომ, რომ მოკლავენ,
და ჩვენი ომი, ჩვენს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე გრძელდება“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 გიორგი გასვიანი დედასთან ერთად ამღერდა - „რა კარგი ხმები და რა ტკბილი შესრულება“