Digest Logo

რატომ არის საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი კვება? - „გვიანი კვება ქოლესტერინის დონის მატებას იწვევს“

1773070187
მამუკა რაშოიანი

ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი, მამუკა რაშოიანი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა თემაზე სასარგებლო და მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის.

ამჯერად მან ახალი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც საუზმის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„რატომ არის საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი კვება?

გულის ჯანმრთელობა: საუზმის გამოტოვება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს 27%-ით ზრდის, რადგან გვიანი კვება ქოლესტერინის დონის მატებას იწვევს.

საჭმლის მომნელებელი სისტემა: სწორად შერჩეული საუზმე (მაგალითად, შვრია) აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას და აწესრიგებს მონელების პროცესს.

დიაბეტის პრევენცია: რეგულარული საუზმე სისხლში შაქრის დონეს აბალანსებს. კვების ამ ეტაპის უგულებელყოფა დიაბეტის რისკს მამაკაცებში 21%-ით, ხოლო ქალებში 27%-ით ზრდის.

წონის კონტროლი: ცილებითა და მინერალებით მდიდარი დილის კვება აჩქარებს მეტაბოლიზმს, თრგუნავს შიმშილის გრძნობას და გიცავთ ჭარბი წონისაგან“, - წერს მამუკა რაშოიანი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„საფანტის პისტოლეტით და დანით, ჭრილობები მიაყენა მეუღლეს...“ - მკვლელობის მცდელობის დეტალები გორიდან

🎥 „დედებო, გთხოვთ, შეწყვიტეთ სველი ხელსახოცების გამოყენება...“ - არუნ ხათრი ვიდეომიმართვას ავრცელებს

🎥 რატომ იზიდავს ქალს ისეთი კაცი, რომელიც გულს სტკენს და რის გამო ირჩევენ მოძალადეებს? - ქეთევან ჯანდიერის საინტერესო პასუხი