Digest Logo

🎥 რატომ იზიდავს ქალს ისეთი კაცი, რომელიც გულს სტკენს და რის გამო ირჩევენ მოძალადეებს? - ქეთევან ჯანდიერის საინტერესო პასუხი

1773064905
ქეთევან ჯანდიერი

იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი გადაცემის „რა გვსურს ქალებს“ სტუმარი იყო, სადაც ქალურ ენერგიაზე, ფემინურობასა და მასკულინურობაზე ისაუბრა. 

გარდა ამისა, მან ის მიზეზები დაასახელა, რის გამოც ქალები მოძალადე კაცებს ირჩევენ:

„ენერგეტიკული სამყარო - ადამიანი, რომელსაც ენერგეტიკულად აქვს აღიარების და შემჩნევის დეფიციტი. შემამჩნიე და მაღიარე. ეს ქალები არიან იმ ტიპის ქალები, რომლებიც ხუთოსნები იყვნენ მთელი ცხოვრების მანძილზე. მერე ისეთი ადამიანი აირჩია, რომელიც არ აღიარებს და მუდმივ ბრძოლაშია, რომ დაგიმტკიცებ, გათქმევინებ, რომ კარგი ვარ. ამაში გადის წლები, მერე სავალალო შედეგებამდე მივდივართ.

ზოგადად, ადამიანი როგორც ექცევი საკუთარ თავს, იმას გაძლევს სამყარო. მაგალითად, გავიგეთ, რომ ქაცმა ქალი სცემა, ისმის შეკითხვა, რატომ? იმიტომ, რომ ის ქალი საკუთარ თავს ექცეოდა ისე, როგორც სამყარომ დაანახვა პარტნიორული ურთიერთობა. როდესაც შენ ძალადობ საკუთარ თავზე, ანუ აკეთებ ისეთ რაღაცებს, რისი კეთებაც შენს სულს არ უნდა. არ გინდა ხუთოსნობა, დედამ დაგაძალა. აუცილებელი არ არის, რომ გარესამყაროდან მოსულ პირთან იყო ეგეთი, შენ თავთან რა პირობებს დებ და არღვევ, ეს განაპირობებს ავთენტიკური ენერგეტიკის მოზიდვას. 

- დაშორების შემდეგ ენერგეტიკულად სრულდება მათი კავშირი? 

ენერგეტიკულად ყველაზე გრძელვადიანი ბმაა და კავშირი. სექსი არ არის მხოლოდ ფიზიკა, ეს არის ენერგიების გაცვლა, კვანტური ნაწილაკების დონეზე. ფიზიკაზე რომ დავიდეთ, მანდ ქალი უკვე მიმღებია. ყველაზე დიდი დაბინძურება პარტნიორულ ურთიერთობაში ქალში ხდება და კაცისგან გადმოდის. არამარტო სქესობრივი გზით, ენერგეტიკულადაც. 

იმისთვის, რომ პარტნიორული ურთიერთობა ენერგეტიკულად დასრულდეს, ემოციურად უნდა მოინდომოს ვიღაცამ“, - ამბობს ქეთევან ჯანდიერი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რას ნიშნავს ქალური ენერგია და როგორ გავიგოთ, ვართ თუ არა ენერგეტიკულად გადაღლილი - ქეთევან ჯანდიერის განმარტება

⭕„მაბულინგებენ, რომ შვილს სწორად არ ვგლოვობ, მაგრამ არის რაღაცები, რასაც ფეხი ვერ გადავაბიჯე...“ - რას ჰყვება მაია ასათიანი

🎥 „არის პატარა დეტალები, რომლებიც გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე გვგონია“ - თიკა ფაცაცია რიკოთზე გადაღებულ ემოციურ კადრებს გვიზიარებს