🧠იუნგის ჩრდილი – შენი უხილავი მხარე:
„ყველაფერს რასაც საკუთარ თავში ვუარყოფთ, ადრე თუ გვიან ჩვენს ცხოვრებაში ბედისწერის სახით გვიბრუნდება“ - კარლ გუსტავ იუნგი.
დაფიქრებულხართ, რატომ იწვევს ჩვენში კონკრეტული ადამიანების ქცევა, მაგალითად ეგოიზმი, ამბიცია თუ აგრესია ასეთ მძაფრ ემოციურ პროტესტს?
ფსიქოანალიტიკური თვალსაზრისით, გარესამყარო ხშირად სარკეა, რომელშიც საკუთარ, „აკრძალულ“ ასპექტებს ვხედავთ. კარლ იუნგი ამ ფენომენს ფსიქიკის „ჩრდილს“ უწოდებდა, რაც არის არაცნობიერში განდევნილი თვისებების, ლტოლვებისა და კომპლექსების ერთობლიობა, რომელთა არსებობის აღიარებაც ჩვენს ცნობიერ ეგოს უდიდეს დისკომფორტს უქმნის.
ჩრდილი ჩვენი პიროვნების ნაწილია, რომელსაც ვმალავთ, ვთრგუნავთ ან არ ვაღიარებთ. ეს შეიძლება იყოს ბრაზი, შური, შიში, ძალაუფლების სურვილი, ეგოიზმი, მაგრამ ასევე ჩვენი ტალანტები, ემოციურობა ან თავისუფლების სურვილი, რომლებიც ბავშვობაში ან მოგვიანებით რაღაც მიზეზების გამო მიუღებლად მივიჩნიეთ.
ჩრდილი “ცუდი” არ არის. ის უბრალოდ ჩვენი ნაწილია, რომელსაც ჯერ კიდევ არ ვიცნობთ. როდესაც ჩრდილს ვერ ვაცნობიერებთ, ის ხშირად ვლინდება:
✅სხვების მკაცრი კრიტიკით;
✅განმეორებადი კონფლიქტებით;
✅ძლიერი ემოციური რეაქციებით;
✅ურთიერთობებში ერთნაირი პრობლემების მუდმივი ციკლით.
ჩრდილის გაცნობიერება ნიშნავს საკუთარი თავის უკეთ გაცნობას და უფრო თავისუფლად ცხოვრებას. პრაქტიკული სავარჯიშო – გაიცანით თქვენი ჩრდილი: ( სავარჯიშო არის თვითრეფლექსიისთვის და არა ფსიქოლოგიური დიაგნოსტიკისთვის) უპასუხეთ ქვემოთ მოცემულ კითხვებს გულწრფელად!
1. ყველაზე მეტად რომელი ქცევა გაღიზიანებთ ადამიანში?
🔐ის, რაც ყველაზე მეტად გაღიზიანებთ სხვებში, ხშირად მიუთითებს თქვენს ჩრდილზე. შესაძლოა თავად თრგუნავთ იგივე თვისებას და ვერ აძლევთ საკუთარ თავს უფლებას, რომ გამოავლინოთ.
2. რას უმალავთ სხვებს? რა არის ის თვისება ან სურვილი, რომლის შესახებაც სხვებმა რომ გაიგონ, გგონიათ, რომ „აღარ ეყვარებით“ ან საზოგადოება ზურგს შეგაქცევთ?
🔐არჩევანი ხშირად მიუთითებს თქვენს ჩრდილოვან მხარეზე, რომლის მიღებაც გიჭირთ საკუთარ თავში.
3. რომელ ფრაზას ეთანხმებით ყველაზე მეტად?
ა) „ყველას მინდა ვასიამოვნო“.
ბ) „არ უნდა გავბრაზდე”.
გ) „სუსტი არ უნდა ვიყო“.
დ) „შეცდომის უფლება არ მაქვს“.
🔐 •ა - შესაძლოა თრგუნავთ საკუთარ სურვილებს. •ბ - შესაძლოა დაგროვილი ბრაზია თქვენი ჩრდილი. •გ - შესაძლოა მოწყვლადობის შიში გაქვთ. •დ - შესაძლოა ძლიერი შინაგანი კრიტიკოსი და პერფექციონისტი ხართ.
4. ვის მიმართ გრძნობ ყველაზე ძლიერ შურს?
🔐შური ხშირად მიუთითებს იმ პოტენციალზე, რომლის გამოვლენაც თქვენც შეგიძლით, მაგრამ საკუთარ თავს ამის უფლებას არ აძლევთ.
5. წარმოიდგინეთ, რომ გყავთ ტყუპისცალი, რომელიც თქვენი ცხოვრების სრულ საპირისპირო ცხოვრებას ცხოვრობს. აკეთებს ყველაფერს, რასაც თქვენ თავს უკრძალავთ.
როგორ გამოიყურება? როგორ ესაუბრება ადამიანებს? რა ტონით? რა არის მისი მთავარი თვისება, რომელიც თქვენთვის ყველაზე მეტად მიუღებელია ან პირიქით, რომელი თვისება გხიბლავთ მასში?
🔐ეს „საპირიაპირო ტყუპი“ თქვენი ჩრდილის პერსონიფიკაციაა. დააკვირდით მას, მასში არის ძალა (მაგალითად, გამბედაობა, სითამამე, სექსუალურობა ან საკუთარი აზრის პირდაპირ თქმის უნარი) რომელიც თქვენ შესაძლოა გაკლიათ და რომელიც რეალურად თქვენივე ნაწილია, უბრალოდ, ჩაკეტილი გყავთ.
6. დააკვირდით თქვენს გადამეტებულ პოზიტივს: რომელია თქვენი თვისება, რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობთ? (მაგ: „მე ეგოისტი არ ვარ“, „მე კონფლიქტური არ ვარ“, „ყველას ვეხმარები“).
ამოატრიალეთ მონეტა: ახლა დასვით კითხვა: როდის და რა სიტუაციებში გინდოდათ, ყოფილიყავით ზუსტად საპირისპირო? სად ახშობთ ბუნებრივ აგრესიას, წყენას ან საკუთარი სურვილების პირველ ადგილზე დაყენების მოთხოვნილებას?
🔐ჩვენი გადამეტებული, დემონსტრაციული სათნოება ხშირად არის თავდაცვითი მექანიზმი (რეაქციის ფორმირება), რომლითაც ჩრდილში გამოკეტილ „ურჩხულს“ ვმალავთ. თუ ხართ „ზედმეტად კეთილი“, თქვენი ჩრდილი ჯანსაღი ეგოიზმი და საკუთარი საზღვრების უხეშად დაცვის უნარია.
როცა დაფიქრდებით რომელი თვისების მიღება გიჭირთ საკუთარ თავში და რატომ შემდეგ ჰკითხე საკუთარ თავს:
📌ვინ გასწავლათ, რომ ეს თვისება მიუღებელია?
📌რა მოხდება, თუ ამ თვისებას კი არ უარყოფთ არამედ უსაფრთხოდ გამოიყენებთ?
📌როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება, თუ საკუთარ ამ ნაწილს აღარ დამალავთ?
✨ჩრდილის გაცნობიერება მნიშვნელივანია, რომ მივაღწიოთ პიროვნულ მთლიანობას (ინდივიდუაციას) და შევწყვიტოთ საკუთარი უარყოფილი თვისებების სხვებზე პროექცია. როდესაც თვალს ვუსწორებთ ჩვენს მალულ ამბიციებს, აგრესიას თუ სურვილებს, ჩვენ ვანთავისუფლებთ უზარმაზარ ფსიქიკურ ენერგიას, რომელიც მანამდე ამ თვისებების ჩახშობაზე იხარჯებოდა.
გარდა ამისა, ჩრდილში ხშირად ბლოკირებულია ჩვენი შემოქმედებითი პოტენციალი და რესურსები, რომელთა ინტეგრაციაც გვეხმარება გავხდეთ უფრო ავთენტურები. საბოლოო ჯამში, რასაც ვერ ვაცნობიერებთ, ის გვმართავს, ჩრდილის აღიარებით კი ცხოვრების კონტროლს საკუთარ ხელში ვიღებთ.
ასევე დაგაინტერესეთ:
⭕რატომ არ შეუძლია ხელოვნურ ინტერნეტს ბედის მატრიცის გაშიფვრა?
⭕რა არის რეკომენდებული და რისგან ჯობს თავის შეკავება? - თაკო მელიქიშვილი 8 ივლისის ენერგიებზე