Digest Logo

რატომ შეიძლება წყვეტდეს ჩვენი ჯანმრთელობის ბედს ის, რაც ძილის დროს ხდება

1782756996
ძილი და ტელეფონი

რატომ შეიძლება წყვეტდეს ჩვენი ჯანმრთელობის ბედს ის, რაც ძილის დროს ხდება? 

ძილი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ დასვენება ეს არის სასიცოცხლო პროცესი, რომელიც მართავს ჩვენს ტვინს, იმუნურ სისტემას და ჰორმონებს.

თანამედროვე კვლევები სულ უფრო ხშირად აჩვენებენ, რომ ძილის რეჟიმის ხანგრძლივი დარღვევა და ცირკადული რიტმის (ორგანიზმის შინაგანი საათის) არევა პირდაპირ კავშირშია სხვადასხვა სერიოზული დაავადებების, მათ შორის ზოგიერთი სახის სიმსივნის განვითარების რისკთან.

კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (IARC) მონაცემებითაც კი, ღამის ცვლაში მუშაობა და ძილის ქრონიკული დარღვევა ჯანმრთელობისთვის დიდ რისკფაქტორად არის მიჩნეული.

რეჟიმის არევა გავლენას ახდენს მეტაბოლიზმზე, ჰორმონალურ ბალანსსა და იმუნიტეტზე.

წარმოიდგინეთ, ჩვენი ორგანიზმი ერთი მთლიანი, გენიალური სისტემაა, სადაც ყველაფერი გადაჯაჭვულია: ძილი, ხერხემლის მდგომარეობა და კვება.

სწორედ ამიტომ, შეუძლებელია არსებობდეს ერთი უნივერსალური ფორმულა ყველასთვის. ფუნქციური კვების შედგენა და ხერხემლის გაჯანსაღება ყოველთვის უნდა ხდებოდეს მკაცრად ინდივიდუალურად, თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის საერთო მაჩვენებლებისა და ორგანიზმის სპეციფიკის გათვალისწინებით.

ასევე დაგაინტერესეთ:

რა ტენდენციებს გვთავაზობს იუპიტერის ლომში გადასვლა და ვისთვის იქნება სასიკეთო?

მირაჟი თუ რეალობა? - ტვინის თამაშები და განგრძობითი დაკარგულობის შეგრძნება, ფსიქოთერაპევტის განხილვა

რა ბედნიერი მოვლენა გელოდებათ? - ტაროლოგის პროგნოზი