Digest Logo

რატომ წევს გიორგი შალვაშვილი გარდაცვლილი მშობლების საწოლზე: მეუბნებიან, „ბედის გამეორება იცის“...ნეკრო ენერგია საფლავზეა და არა საწოლში

1772212468
გიორგი შალვაშვილი

მუსიკოსი გიორგი შალვაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საკუთარი საძინებელი აწ გარდაცვლილი მშობლების საწოლით მოაწყო. მის თქმით, ამ ყველაფრის შემდეგ გაჩნდა სხვადასხვა მითქმა-მოთქმა, რომ იქ „ნეგატიური ენერგია“ ან „ნეკრო ენერგია“ არის. თუმცა, იგი კრიტიკოსებს პასუხობს და უფრო მეტიც, გიორგი შალვაშვილი დარწმუნებულია, რომ მშვიდად შეუძლია მშობლების სიყვარულის ენერგიით სავსე საძინებელში დაძინება:

„იმენა“ წამიღეს ტვინი, ყველა მასწავლებელი და მცოდნე, როგორ ხართ...

მე თბილისიდან სავანის ბაღის სახლში, სადაც ვცხოვრობ, ჩამოვიტანე დედას და მამას საძინებელი სრულად და მე მოვიწყე საძინებლად.

უფრო მშვიდად ვარ...

ჰოდა, დაიწყეს:

„მიცვალებულის საწოლში ნუ წვები“.
„მანდ ნეკრო ენერგიაა“.
„ნეგატიური ენერგიაა“.
„ბედის გამეორება იცის“.

მოდით ასე გეტყვით:

✅ ჩემთვის ჩემი მშობლები არ მომკვდარან.
✅ ნეკრო ენერგია საფლავზეა და არა საწოლში.
✅ ნეგატიური ენერგია ვერასოდეს ვერ იქნება ამ საძინებელში, რადგან ჩემზე მლოცველები იწვნენ აქ.
✅ ბედის გამეორებაო - ბედს თავად ჩვენ ვქმნით, და თუ იმას გულისხმობთ, დედას ავად გახდომას და მამას უეცარ გარდაცვალებას, აქვე გეტყვით, ყველა მოვკვდებით და თუ როგორ, ეს უფლის გადასაწყვეტია, და მე ამაში ვერ ჩავერევი, და ნურც თქვენ იდარდებთ ამაზე და ნურც უკვდავებად ნუ ხატავთ აქაურობას...

თუმცა კი ვევედრები უფალს, უცებ არ წამიყვანოს; მინდა გავიაზრო სიკვდილის მოახლოება, რომ მოვინანიო ჩემი ცოდვები, რომ გავხდე ღირსი უფლის სინათლე ვიხილო და საკუთარი დედა, მამა და ჩემი 2 ანგელოზი ძმა... (უცოდველებო და ყოვლის მცოდნეებო, ნუ დამღლით „ვითომ დიდი რამის მცოდნეობით“).

სიკვდილი აღარ მგონია მე სასჯელი, ის ნეტარებაა და მარადიულობა. მე ასე ვიცი და ვგრძნობ; აბა ახლა, რაღა ახალი იდეებით დამმოძღვრავთ...

მე მყავს მოძღვარი, მყავს უფალი, მყავს ღვთისმშობელი, მაქვს დიადთა სავანე და უამრავი სიწმინდეა იქ დაბრძანებული. და თუ რამ არასწორია ჩემს დედ-მამის საწოლში ძილში, აუცილებლად მაგრძნობინებენ და მანიშნებენ, ისევე როგორც სხვა დანარჩენებს მაგრძნობინებენ.

კაი ხო, გავგიჟდი, ოღონდ თქვენ დამშვიდდით...

მე კი მშვიდად ვიძინებ ჩემი მშობლების სიყვარულის ენერგიით სავსე საძინებელში, და 100 წლის მერე რომ შევხვდებით ზეცაში, აუცილებლად გკითხავთ (აქ როგორ მოხვდი, რომელი მიცვალებულის საწოლში გეძინა-მეთქი)“,- წერს მუსიკოსი.