ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.
იგი ამჯერად ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც თემაზე: „რატომ ვერ ავსებს შინაგან სიცარიელეს ვერაფერი გარედან? - წერს:
„რატომ ვერ ავსებს შინაგან სიცარიელეს ვერაფერი გარედან? („მშიერი მოჩვენების“ სინდრომი)
ბუდისტურ მითოლოგიაში არსებობენ „მშიერი მოჩვენებები“ — არსებები უზარმაზარი, გაბერილი მუცლებით, მაგრამ ნემსის ყუნწისოდენა კისრებით. მათ მუდმივად შიათ, გამუდმებით ეძებენ საკვებს, მაგრამ ფიზიკურად ვერ ახერხებენ დანაყრებას.
გაბორ მატე, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფსიქოთერაპევტი, ამბობს, რომ ეს არის თანამედროვე ადამიანის ზუსტი დიაგნოზი.
ჩვენ გვაქვს შინაგანი სიცარიელე, რომლის ამოვსებასაც ვცდილობთ გარედან:
სოციალური ქსელების დაუსრულებელი „სქროლით“;
- იმ ნივთების ყიდვით, რაც არ გვჭირდება;
- „ვორკოჰოლიზმით“ და წარმატების დევნით;
- ალკოჰოლით ან ქიმიური ნივთიერებებით.
მაგრამ რატომ არ მუშაობს ეს? რატომ ვრჩებით ისევ მშივრები? მატეს პასუხი მარტივია და შემძვრელი: „ადიქცია არ არის დაავადება. ადიქცია არის ტკივილგამაყუჩებელი“, - წერს რამაზ გიგაური.
⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ყველაზე მაგარი გრძნობა“ - სოსო ნებიერიძის ახალი ვიდეო სვანეთიდან
⭕„ენერგეტიკული ვამპირები: როგორ ამოვიცნოთ და დავიბრუნოთ საკუთარი ძალა?
🎥 „მიშა „ღადაობს“ და მეც მასთან ერთად...“ - რას პასუხობს სოფო ბედია ნეკა დოროყაშვილის კომენტარს?