Digest Logo

„რატომ ვერ ავსებს შინაგან სიცარიელეს ვერაფერი გარედან?“ - რას წერს რამაზ გიგაური „მშიერი მოჩვენების“ სინდრომზე

1769446659
რამაზ გიგაური

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.

იგი ამჯერად ახალ სტატუსს აქვეყნებს თემაზე: „რატომ ვერ ავსებს შინაგან სიცარიელეს ვერაფერი გარედან?“:

„რატომ ვერ ავსებს შინაგან სიცარიელეს ვერაფერი გარედან? („მშიერი მოჩვენების“ სინდრომი)

ბუდისტურ მითოლოგიაში არსებობენ „მშიერი მოჩვენებები“ — არსებები უზარმაზარი, გაბერილი მუცლებით, მაგრამ ნემსის ყუნწისოდენა კისრებით. მათ მუდმივად შიათ, გამუდმებით ეძებენ საკვებს, მაგრამ ფიზიკურად ვერ ახერხებენ დანაყრებას.

გაბორ მატე, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფსიქოთერაპევტი, ამბობს, რომ ეს არის თანამედროვე ადამიანის ზუსტი დიაგნოზი.

ჩვენ გვაქვს შინაგანი სიცარიელე, რომლის ამოვსებასაც ვცდილობთ გარედან:

სოციალური ქსელების დაუსრულებელი „სქროლით“;

  • იმ ნივთების ყიდვით, რაც არ გვჭირდება;
  • „ვორკოჰოლიზმით“ და წარმატების დევნით;
  • ალკოჰოლით ან ქიმიური ნივთიერებებით.

მაგრამ რატომ არ მუშაობს ეს?

რატომ ვრჩებით ისევ მშივრები?

მატეს პასუხი მარტივია და შემძვრელი: „ადიქცია არ არის დაავადება. ადიქცია არის ტკივილგამაყუჩებელი“, - წერს რამაზ გიგაური.

⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ყველაზე მაგარი გრძნობა“ - სოსო ნებიერიძის ახალი ვიდეო სვანეთიდან

⭕„ენერგეტიკული ვამპირები: როგორ ამოვიცნოთ და დავიბრუნოთ საკუთარი ძალა?  

🎥 „მიშა „ღადაობს“ და მეც მასთან ერთად...“ - რას პასუხობს სოფო ბედია ნეკა დოროყაშვილის კომენტარს?