ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ და ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს:
„რატომ ვწერ? - ღმერთს რომ ველაპარაკო.
კიდევ? - სამყაროს რომ რაღაც ვათქმევინო.
მხოლოდ ეს? - ადამიანს რომ სიყვარული ავუხსნა.
დარჩა რამე სათქმელი? - ჩემი თავი რომ ვიპოვო და გამოვხატო.
მაინც? - დრო და მარადისობა რომ შევარიგო
მეტყვი სხვა მიზეზს? - დუმილს რომ ვაჯობო.
რატომ გსურს, რომ დუმილს აჯობო? - სხვანაირად ვერ აღვასრულებ სახარების მოთხოვნას: „იყუენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაი თქუენი ზეცათაი სრულ არს".
დაამატებ რამეს? - ჩემს თავში ბავშვს რომ ბრძენის გზა ვაჩვენო.
სხვა? - დავიწყებას რომ გავექცე.
და ბოლოს? - სიკვდილსაც რომ ველაპარაკო“, - წერს გია მურღულია.