
თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი სოციალურ ქსელში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე წერს და ამბობს, რომ წაკითხულიდან გამომდინარე ვერაფერი ამოიკითხა, რაც საქართველოს ევროკავშირთან დააშორებს.
მისი თქმით, კანონის მიღების შემთხვევაში შეიზღუდება პოლიტიკური მოტივებით, წინა საარჩევნოდ შექმნილი არასამთავრობოები, რომელიც ძირითადად მავნებლობებით არის დაკავებული.
„წავიკითხე კანონი.
ვერაფერი მსგავსი ვერ ამოვიკითხე, რაც დაგვაშორებს ევროკავშირს.
რა თქმა უნდა პრობლემა საკუთარ თავში ვეძებე და ვკითხე ამ კანონის მოწინააღმდეგე ჩემს კვალიფიციურ მეგობრებს. (იურისტებს, ჟურნალისტებს და ა. შ.), სამწუხაროდ ვერანაირი პასუხი გარდა ზოგადი განცხადებებისა ვერ მივიღე.
რაც ამ კანონში ამოვიკითხე არის ის, რომ ჩვენს მატყუარა მედიასაშუალებებს შეუმცირდებათ დაფინანსება, ვინაიდან არც ერთ დონორს არ სურს სიცრუესთან და გადაუმოწმებელ ინფორმაციასთან ასოცირება.
ჩვენი მეგობარი ქვეყნები წუხან ამაზე, ვინაიდან დღეს ასოცირდებიან განსხვავებულ აზრთან და კრიტიკასთან, ხოლო გამჭვირვალობის კანონით მათი ასოცირება მოხდება სიცრუესთან და გადაუმოწმებელ ინფორმაციასთან.
მოკლევადიანში ეს შეიძლება ცუდი იყოს, ვინაიდან ავტომატურად შეიზღუდება ყვითელი, თუმცა მაინც „განსხვავებული” აზრი, თუმცა გრძელვადიანში ვიმედოვნებ რომ მათი ინფორმაციის ხარისხი გაიზრდება და არანაირი პრობლემა დაფინანსებისაც არ იქნება.
შეიზღუდება პოლიტიკური მოტივებით, წინა საარჩევნოდ შექმნილი არასამთავრობოები, რომელიც ძირითადად მავნებლობებით არის დაკავებული. ამ კანონის შედეგად, მედია გახდება ბევრად უფრო კვალიფიციური.
არასამთავრობოებს მოუწევთ ბევრად უფრო ვიწრო პროფილური და კვალიფიციური სერვისების გაწევა.
ამ კანონს ევროინტეგრაციასთან ა რ ა ნ ა ი რ ი კავშირი არ აქვს.ჩვენ ევროპა ვართ!
რუსეთი ოკუპანტია! აი ია.
მადლობა.
ნახვამდის“, - წერს ვიქტორ წილოსანი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕რით უმკლავდება ლენუკა ყიფშიძე პანიკურ შეტევებს და როგორ დაეხმარა მას მამა გაბრიელი ოპერაციის წინ