ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ხელოვნურ ინტელექტზე საინტერესო სტატიას გვთავაზობს.
ხათუნა ნოელის თქმით, ხელოვნური ინტელექტი ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი. ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მოკლე დროში მოამზადონ ინფორმაცია, რითაც მნიშვნელოვნად აადვილებს რუტინულ, ფაქტებზე დაფუძნებულ სამუშაოებს. თუმცა AI-ის მიერ გენერირებული ნამუშევრები ძირითადად უკვე არსებული ინფორმაციის კომბინაციებს წარმოადგენენ და აკლია შემოქმედებითი ნაპერწკალი, რომელიც ადამიანს ახასიათებს.
„ბოლო დროს სულ უფრო ხშირად მხვდება (ჩემს სფეროშიც და არამხოლოდ) ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ტექსტები.
თავიდან ვერ ვარჩევდი. ახლა უკვე ძალიან მარტივად ვხვდები, რომ ადამიანის დაწერილი არაა. უკეთეს შემთხვევაში შესაძლოა აქა-იქ ჩასწორებულია ავტორის მიერ, რამდენიმე სიტყვა ჩამატებული ან რაღაც შეცვლილი ფრაზაში.
ხელოვნური ინტელექტი ჯერ ისეთი სრულყოფილი არაა, თუმცა იხვეწება; სულ უფრო და უფრო და შესაძლოა მალე ბევრი პროფესია ჩაანაცვლოს კიდეც.
კარგია ეს თუ ცუდი?
გააჩნია, რა კუთხით შევხედავთ.
ერთი რამ ფაქტია, მას ადამიანები ქმნიან, საკუთარი ადამიანური ინტელექტის გამოყენებით. და ჯერჯერობით რასაც ვუყურებთ, ეს არის მხოლოდ გენერირებული ინფორმაციის ნაჯერი. ანუ ის, რაც ისედაც არსებობდა.
უბრალოდ მობილიზირებულად ფუკუსირებული დროის მოკლე ვადაში. თანაც ხელმისაწვდომი, და თითქმის უფასო. განსხვავებით სხვადასხვა სპეციალისტების ანაზღაურებადი შრომისაგან და „კორიდორში“ რიგებისაგან.
მაგრამ რაც ხელოვნურ ინტელექტს ვერასდროს ექნება, ესაა შემოქმედებითი ნაპერწკალი!
კი, ის ხატავს, წერს, მუსიკას გენერირებს, ვიდეოკლიპებს ამზადებს. მაგრამ ყველა მათგანს აკლია ის, რასაც ადამიანური შემოქმედებითი მუხტი, აღმოჩენის სიხარული, ღვთიური ნაპერწკლის არსებობა ჰქვია.
ამიტომ ალბათ დაიკარგება ისეთი პროფესიები, სადაც მხოლოდ ფაქტების, ან ნებისმიერი არსებული რამის გენერირებაა საჭირო. გახსენება, და ჩამოწერა, დაანგარიშება და დაჯამება, შეფასების მიცემა და სწავლება...
მაგრამ რასაც საკუთარისა და ახლის შექმნა სჭირდება, იმას ხელოვნური ინტელექტი ვერ გაქაჩავს.
მოკლედ რომ ვთქვა, აი იმათ ვისაც მხოლოდ სხვისი ნააზრევის შეკოწიწებით, გადაშპარგალკებით, გადაწერით, გადაჯგუფებით ან სხვადასხვა მაქინაციებით გაგქონდათ თავი, ძალიან გაგიფუჭდათ საქმე.
ხელოვნურ ინტელექტს რომ დაეწაფეთ ახლა, კიდევ უფრო უარესი თქვენი ტვინებისათვის.
ისედაც გადაჩვეული რომაა საკუთარის შექმნას, ახლა სულმთლად გამოუყენებელს დატოვებთ. და მართლა მალე ჩანაცვლდებით.
მოაზროვნე, შემოქმედებით ადამიანს ჯერ კიდევ დიდი ხანი არაფერი გაუჭირდება“, - წერს ხათუნა ნოელი.
🔵აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„აიურვედაში“ ჭიპი ითვლება წმინდა კვების ცენტრად...“ - რას წერს არუნ ხათრი?
🔵🎥 „საოცარი და ულამაზესი ოჯახი“ - როგორ აღნიშნა თიკა ფაცაციამ შობა
🔵„შეუდარებელი ხარ“ - ნუცა ბუზალაძე ცეცხლისფერ ლუქში პოზირებს