ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„— რა არის ბოროტი?!
— ბოროტი არის ეშმაკი,
რომელიც ცდილობს, რომ ისეთი რამ შეგვამთხვიოს, რომ ვცდუნდეთ და ქრისტეზე უარი ვთქვათ,
ან სიტყვით,
ან ცხოვრების წესით.
— და რას ნიშნავს ეს?!
— ეს ნიშნავს, რომ ქრისტე ჩვენ საბრძოლველად გვტოვებს;
ბოროტი გვებრძვის,
და ბოროტისგან ღმერთი გვიცავს;
მაგრამ ჩვენ გამოწვევა ვართ ბოროტისთვის — რადგან ჩვენ მასზე შენერწყვებული გვაქვს;
ეს ბრძოლა ნამდვილია,
და რაც მეტად ცდილობს ადამიანი უერთგულოს ღმერთს — მით მეტი იარები უჩნდება მის სულს ეშმაკისგან,
მაგრამ ჩვენ ეს კი არ გვაშინებს — ჩვენ ეს გვახარებს,
იმიტომ, რომ ჭეშმარიტ მეომარს უხარია ყოველი გამარჯვებული ბრძოლა,
და დამარცხებაც ბევრ რამეს გვასწავლის, რადგან წინ კვლავ გამარჯვება გველის,
ასე ცხოვრობდნენ ქრისტიანები 2000 წლის განმავლობაში,
და ასე ვაპირებთ ჩვენც ცხოვრებას“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მეოთხე ვაჟკაცი...ჩემი იმპერია იზრდება!“ - რომან დოლიძე შვილს ელოდება
🎥 „ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავა“ - ივნისი და ზოდიაქოს ნიშნები: თაკო მელიქიშვილის ასტროპროგნოზი