Digest Logo

„რაც შეეხება ჩემი და თაკოს გაშორებას...“ - გია ბაღაშვილის პირველი კომენტარი

1644345698
გია ბაღაშვილი

„ჩვენ მესამე წელია რაც ცოლ-ქმარი აღარ ვართ. მიზეზი განსხვავებული ხედვები იყო მომავალთან დაკავშირებით და ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ უმჯობესი იქნებოდა გავშორებულიყავით“, - ამის შესახებ  მუსიკოსი გია ბაღაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩემი ოჯახის ყველა გულშემატკივარს, წლების მანძილზე, ჩემი ოჯახის მიმართ გამოხატული გამორჩეული სითბოსა და სიყვარულისთვის, რასაც ყოველთვის ვგრძნობ და უზომოდ მადლიერი ვარ ამისთვის.

რაც შეეხება ჩემი და თაკოს გაშორებას, დიახ ეს მართლაც ასეა. ჩვენ მესამე წელია რაც ცოლ-ქმარი აღარ ვართ. მიზეზი განსხვავებული ხედვები იყო მომავალთან დაკავშირებით და ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ უმჯობესი იქნებოდა გავშორებულიყავით.

რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო, პირველ რიგში ჩვენი 4 უსაყვარლესი შვილის გათვალისწინებით, მაგრამ საბოლოოდ ვარჩიეთ ამ ფორმით შეგვენარჩუნებინა კარგი ურთიერთობა და საბედნიეროდ ეს შევძელით. გაშორების ფაქტის გასაჯაროებაზეც სწორედ იმიტომ შევიკავეთ თავი, რომ ეს ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო ჩვენი პატარებისთვის.

მიუხედავად დაშორებისა, მაქსიმუმს გავაკეთებთ ჩვენი შვილების აღზრდისა და მათზე ზრუნვისათვის.
ამ საკითხზე მეტ საუბარს აღარ ვაპირებ, ვინაიდან ამ თემის ზედმეტად მუსირება დისკომფორტს შეუქმნის ბავშვებს“, - წერს გია ბაღაშვილი.

ასევე, დაგაინტერესებთ 👇

🔵„რთული და საინტერესო გზაა...“ - ვინ არის პოლიტიკოს ალექსანდრეს საყვარელი „ჩცდ“-დან

🔵თაკო ტაბატაძისა და გია ბაღაშვილის შვილს სკოლასთან სქროლით ახალგაზრდები დაეჯახნენ

🔵„დამითმია ბურთი და მოედანი „ბლოგერებისთვის“ - ზაზა თელია ფეისბუკ გვერდს აუქმებს

🔵„ჯანმრთელობაზე არანაკლებად, ადამიანური ურთიერთობების ტრაგედიაა. კიდევ უფრო დაგვაშორა ადამიანები ერთმანეთს“ - არჩილ გამზარდია პანდემიაზე

🔵„ვარ კრემაციის მომხრე... შენს სხეულს ჭიაღუები არ ჭამენ და თავიდან ირიდებ პომპეზურობას“ - ლაშა ბერულავა