ხვიჩა კვარაცხელიამ „მონცა“-ს კარში დღეს დუბლი შეასრულა.
ქართველ ფეხბურთელს „ნაპოლის“ რიგებში მეორე ოფიციალური შეხვედრა ჰქონდა და მის ანგარიშზე უკვე სამი გოლია.
ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ქართველი ფეხბურთელი და ინგლისის ჩემპიონშიფის გუნდის “ჰალ სიტი” მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე.
როგორც არველაძე წერს კვარაცხელიას თამაში რაც შეიძლება მეტმა ქართველმა უნდა ნახოს, ამაზე კი ის იზრუნებს.
„რაც შეიძლება მეტმა ქართველმა უნდა ნახოს ხვიჩა კვარაცხელიას თამაში მარადონას სტადიონზე – მე და ჩვენი ფონდი ვიზრუნებთ, რომ ეს პროექტი შედგეს,” – წერს შოთა არველაძე.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
🔘„ნეაპოლში ძეგლი უნდა დაუდგან მათ, ვინც ეს ბიჭი „ნაპოლიში“ მოიყვანა“ - იტალიელი ჟურნალისტი