Digest Logo

„რაც უფრო მეტს ვსაუბრობთ ჩვენს ტრავმებზე, ბავშვობის იარებსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, მით უფრო ვსუსტდებით“ - რას წერს რამაზ გიგაური

1775022261
რამაზ გიგაური

ფსიქოთერაპიული ნარცისიზმი: როცა ტრავმის ძიება ახალ დამოკიდებულებად იქცევა - აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ასტროლოგი რამაზ გიგაური აქვეყნებს და რეკომენდაციებს გვიზიარებს:

ფსიქოთერაპიული ნარცისიზმი: როცა ტრავმის ძიება ახალ დამოკიდებულებად იქცევა.

რაც უფრო მეტს ვსაუბრობთ ჩვენს ტრავმებზე, ბავშვობის იარებსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, თითქოს მით უფრო ვსუსტდებით და საკუთარ თავში ვიკეტებით.  

შინაგანი სამყაროს მუდმივი კვლევა, განკურნების ნაცვლად, ბევრისთვის ერთგვარ კომფორტის ზონად იქცა. გაჩნდა დაუწერელი წესი: თითქოს, სანამ ბოლომდე არ „მოვშუშდებით“ და იდეალურები არ გავხდებით, ნამდვილი ცხოვრებისა და ბედნიერების უფლება არ გვაქვს.  

მეცნიერება ამას „ინტროსპექციის მახეს“ უწოდებს. აღმოჩნდა, რომ შეკითხვა - „რატომ ვარ ასეთი?“ - რეალურად გამოსავლისკენ კი არა, წარსულის ლაბირინთებისკენ მიგვათრევს“, - წერს რამაზ გიგაური.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ რა არის რეკომენდებული და რისგან ჯობს თავის შეკავება? - თაკო მელიქიშვილი 1-ელი აპრილის ასტროლოგიურ ენერგიებზე

⭕„პროვოკაციული სცენარის ფარგლებში, განაგრძობდა მუქარას...ამ დროს რთულია მოახერხო თავის შეკავება“ - რას პასუხობს „გარდენია შევარდნაძის“ ადმინისტრაცია ბრალდებებს

⭕წყალში ჩაძირული პასკის რეცეპტი, ცნობილი ბლოგერისგან - ნოტიო, მძიმე და გემრიელი!