ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში „ქართული ოცნების“ მუშაობა შეაფასა და თქვა, რომ გუნდმა წინასწარი დაპირებები ვერ შეასრულა, რადგან დაუსჯელი დატოვა ყველა დამნაშავე, რომლის საქმეებიც თაროზეა შემოდებული.
„რაც უნდა გაეკეთებინა ოცნებას და ვერ გააკეთა, უნდა დაესაჯა ყველა, უნდა ჩამოეღო თაროებიდან ის საქმეები, ძალიან ბევრია დასასჯელი. უნდა დაიწყოს ოცნებამ იმ ადამიანების გვერდში დაყენება, რომლებიც რეალურად მათთან უნდა ყოფილიყვნენ.
სამწუხაროდ, არჩევნების შემდეგ, ისე გადანაწილდა თანამდებობები, რომ ბევრი ბორტს მიღმა დარჩა. დღესაც სამარცხვინო ამბავი ხდება სახალხო დამცველზე, ოცნებამ, მე ვფიქრობ უნდა ჩააგდოს ეს პროცესი, უარი უნდა თქვას, ამ ინსტიტუტის არსებობაზე.
მესმის, რომ 12 პუნქტი აფარებული აქვთ ფარად, მაგრამ სამარცხვინოა, რომ დღეს ნაციონალური მოძრაობის რომელიმე წევრი ელაპარაკებოდეს კანდიდატს და ეუბნებოდეს თითის გაშვერით, რატომ არის ახლა ვითომ საარჩევნო გარემო უკეთესი, ვიდრე იყო ნაციონალური მოძრაობის დროს.
ოცნებამ უნდა დაიწყოს სიმართლის ლაპარაკი და რაც შეეხება რესურსს – უზარმაზარი რესურსია ახალი, სუფთა, პატრიოტი, პროქართული ძალების მოსასვლელად“, - განაცხადა ლალი მოროშკინამ.
ასევე დაგაინტერესებთ: