Digest Logo

„რაც ყველაზე მეტად გვჭირდება - ერთიანობაა!“ - პეტრე კოლხი საზოგადოებას მიმართავს

1705240463
პეტრე კოლხი

„თუ ვინმეს პირადად არ შეეხო დამცირება და შეურაცხყოფა, ვერ ან არ ხედავს, სხვას როგორ უსამართლოდ და დაუმსახურებლად ექცევიან…“, - ამის შესახებ დეკანოზი პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სასულიერო პირი აღნიშნავს, საზოგადოებას დღეს ყველაზე მეტად, ერთიანობა სჭირდება.

„სანამ განსხვავებული აზრის მოსმენას, ერთმანეთის დაფასებას და პატივისცემას არ ვისწავლით, არც ღმერთი გვეყოლება საერთო, არც რელიგია იქნება საერთო და არც სულიერება…

თუ ვინმეს პირადად არ შეეხო დამცირება და შეურაცხყოფა, ვერ ან არ ხედავს, სხვას როგორ უსამართლოდ და დაუმსახურებლად ექცევიან…

თავის დროზე სხვას რომ ამოვუდგეთ მხარში, არც ჩვენ შეგვეხება ამდენი მზაკვრობა…

რაც ყველაზე მეტად გვჭირდება - ერთიანობაა!..“,- წერს სასულიერო პირი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 აქვს თუ არა სიყვარულს ასაკი და არსებობს თუ არა ასაკობრივი ბარიერი? - „სიყვარულს აქვს გრადაციები, შეცდომები კი გარდაუვალია...“

🔵 „დავასრულე ილონ მასკის კოსმოსურ ხომალდზე მუშაობა, რომელიც არის რიგით მე-2 მსოფლიოში... დამჭირდა 1 წელი და 300 000 ათასი ასანთის ღერი“ - ვინ არის ბათუმელი ახალგაზრდა, რომელსაც „ასანთის ღერების“ არქიტექტორს ეძახიან

🔵 „ფრთხილად, განხორციელდება ცვლილებები, გამჟღავნდება ბევრი ინფორმაცია...“ - რას მოუტანს ზოდიაქოს ნიშნებს მერკურის თხის რქაში გადასვლა და ვინ უნდა იყოს ყურადღებით 5 თებერვლამდე?