Digest Logo

„რიონის ხეობის 32-კმ გაყიდულია, ხეობა რჩება თურქების საკუთრებად“ - ექსპერტი

1614947508
ნამახვანის ჰესი

ეკონომიკის ესქპერტი, დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ნამახვანის ჰესის მშენებლობის შესახებ წერს.

„რიონის ხეობის 32 კმ გაყიდულია, როგორც მიწის ნაკვეთი და რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში!

რომც ჩაიშალოს ჰესის მშენებლობა, ხეობა რჩება თურქების საკუთრებად და მათ შეუძლიათ ნებართვების გარეშე მოიპოვონ წიაღისეული და ა.შ., რაც არის (იქნება).

მდინარე ცხენისწყალი, როგორც ჩანს, მთლიანად გადამისამართებული იქნება ჰესის დანიშნულებისათვის და ფაქტობრივად, უმძიმეს სიტუაციას შექმნის ცხენისწყლის ხეობის სოფლებში, მათ შორის, უსახელაურისთვისაც!

ხელშეკრულების პირობები - ეს არის სრული კაბალა!

ამის დამშვები ადამიანები გასასამართლებელია!

მხარდაჭერა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ნამახვანში პროტესტს აცხადებს!

მთავრობის წევრების დემაგოგია, როცა მათ დანაშაული აქვთ ჩადენილი - არ შეიძლება!

ახლა იურისტების საქმეა, - სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში და დამნაშავეების დაჭერა!

არბიტრაჟი ხელშეკრულების თანახმად - საფრანგეთშია შესაძლებელი! გენიშნათ?!

არის გზები, რომ საერთოდ არ დაიღუპოს საქმე!“- წერს გიორხელიძე.