Digest Logo

„R.I.P Queen - ვზივარ ლიზას ჩემხელა ნახატის წინ და ცხარე ცრემლებით ვტირი“ - ლადო მხეიძე

1672941991
ლადო მხეიძე

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ცნობილი ქართველი ტრანსგენდერი, ლიზა ქისტაური მისმა შეყვარებულმა მოკლა.

მომხდარს სოციალურ ქსელში ლიზას მეგობარი ლადო მხეიძე ეხმაურება და მეგობარს ემშვიდობება. 

„არ ვიცი რა დავწერო, არ ვიცი რა ვთქვა, განადგურებული ვარ. ვზივარ ლიზას ჩემხელა ნახატის წინ და ცხარე ცრემლებით ვტირი, ეს ნახატიღა დამრჩა ლიზა კიდე აღარ არის. ვერ ვიჯერებ რომ აღარ არის, ვერ ვიჯერებ რომ ასეთი ბოროტია ეს სამყარო, მადლობა ყველაფრისთვის რაც გაგიკეთებია ცხოვრებაში და მადლობა იმ გზისთვის, რაც უამრავ Lgbtq + ადამიანს გაუკვალე. მეყვარები ყოველთვის და იმედი მაქვს ერთ დღეს შევხვდებით. R.I.P Queen“ - წერს ლადო მხეიძე.

ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 26 დეკემბრის შემდეგ ქისტაური და მისი შეყვარებული გაუჩინარდნენ, მათი ადგილსამყოფელი არავინ იცოდა. დედას კი რომელიც საქართველოში დროებით იყო ჩამოსული, შვილის ნაწამები ცხედრის ფოტოები ამოსაცნობად გამოუგზავნეს.

ახალგაზრდა ტრანსგენდერი სასტიკად არის ნაცემი და მის  ცხედარს უამრავი დაზიანება აღენიშნება.

🔵ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ავღანელი თუ იქნება შენი ქმარი, სხვა ვინ“ - ცნობილია ლიზა ქისტაურის სავარაუდო შეყვარებულის ვინაობა, რომელმაც ის მოკლა

🔵„იქნებ არ არის სიმართლე?“ - თამუნა მუსერიძე ლიზა ქისტაურის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

🔵24 წლის ასაკში ბერად აღკვეცილი და გვარის ისტორია - ილია ღუდუშაური-შიოლაშვილის გზა პატრიარქობამდე