Digest Logo

🎥 „ავღანელი თუ იქნება შენი ქმარი, სხვა ვინ“ - ცნობილია ლიზა ქისტაურის სავარაუდო შეყვარებულის ვინაობა, რომელმაც ის მოკლა

1672940013
ლიზა ქისტაური

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ცნობილი ქართველი ტრანსგენდერი, ლიზა ქისტაური მისმა შეყვარებულმა მოკლა.

როგორც ირკვევა, 26 დეკემბრის შემდეგ ქისტაური და მისი შეყვარებული გაუჩინარდნენ, მათი ადგილსამყოფელი არავინ იცოდა. დედას კი რომელიც საქართველოში დროებით იყო ჩამოსული, შვილის ნაწამები ცხედრის ფოტოები ამოსაცნობად გამოუგზავნეს.

ახალგაზრდა ტრანსგენდერი სასტიკად არის ნაცემი და მის  ცხედარს უამრავი დაზიანება აღენიშნება.

ლიზა ქისტაური სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოირჩეოდა და ხშირად აქვეყნებდა ფოტო თუ ვიდეომასალას. მას უამრავი გამომწერი ჰყავდა, რომლებიც მას გულშემატკივრობდნენ, თუმცა, ასევე, ჰყავდა კრიტიკოსებიც.

ლიზა ქისტაურის ტიკ-ტოკის გვერდზე იძებნება ვიდეო, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, ის, სავარაუდოდ, შეყვარებულთან ერთად პოზირებს. 

„ავღანელი თუ იქნება შენი ქმარი, სხვა ვინ“, - წერს ლიზა ქისტაურის ვიდეოზე კომენტარს ერთ-ერთი მომხმარებელი.

🔵ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„ჩემო გაუხარელო ნიკა, როგორ გვაკლიხარ ნეტა იცოდე, ჩემი გული ვეღარ უძლებს ამდენს...“ - ნიკა ქაცარიძის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა

🔵„ძალიან, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ ეკიპაჟს, წარმოუდგენლად დაგვეხმარნენ...“ - რას წერს სასწრაფოს ექიმი

🔵ლიზა ქისტაური ნატა გულიაშვილს საჯაროდ უხდის ბოდიშს - „შენ სამყარო ყველაფერს საუკეთესოს მოგცემს და არასდროს დაგტოვებს მარტო“