Digest Logo

„რის შორტები, სავსეა სამება შორტებიანი ტურისტებით და სტიქაროსნებმა არავის ვაძლევთ შენიშვნასო“ - სამების მრევლი ტაძარში მომხდარი ინციდენტის დეტალებზე

1720888137
სამების მრევლი

სამების საკათედრო ტაძრის მრევლი ირმა ელერდაშვილი ტაძარში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიდეოკადრებში მხოლოდ კონფლიქტის ბოლო ნაწილი ჩანს. 

„ორი დღეა, სამებაში მომხდარ ამბავს განიხილავენ. ვიდეოზე კონფლიქტის მხოლოდ ბოლო ნაწილია ასახული. იქაც მღვდელი კი არა, პროვოკატორი ლაპარაკობს შორტებზე. უამრავი თვითმხილველი არსებობს და როგორც ერთ-ერთმა სტიქაროსანმა თქვა, ეს ცნობილი ემიგრანტი ექიმი ზურა გურული მისულა სამებაში, მისდგომია საკურთხეველს და შედიოდა შიგ.

სამჯერ ჰქონია ძალადობრივად შეღწევის მცდელობა. სტიქაროსნები უხსნიდნენ: იქ შესვლა არ შეიძლება და ვინ გნებავთ, გვითხარით და დავუძახებთო და რა გნებავთ, დაგეხმარებითო. ამას გაუგიჟებია თავი, ეს ღმერთის სახლია, თქვენი კი არაო და სადაც მინდა, იქ შევალო... რომ ვეღარ დააოკეს, მოძღვარი გამოსულა საკურთხევლიდან და საყვედური უთქვამს: როგორ იქცევი, უხერხულიაო.

პროვოკატორი რის პროვოკატორია, ასე მარტივად რომ გაჩერებულიყო და იმდენ ხანს „ეკაჩავა“ თურმე, რომ გადაიყვანა ჭკუიდან. ამის მერე დაიწყო გადაღება იმ ნაძირალამ. რის შორტები, სავსეა „სამება“ შორტებიანი ტურისტებით და სტიქაროსნებმა: არავის ვაძლევთ შენიშვნასო.

მესმის, რომ არ მოგეწონათ აღელვებული მოძღვარი, მაგრამ იესო გაიხსენეთ, როგორ მოექცა ტაძარში მყოფ ნაძირალებს. ადამიანია ის მღვდელიც და ძალიან ძნელია მსგავს სულმდაბალ პროვოკატორთან თავის შეკავება. იმედია, იცით, გადაუმოწმებელ ინფორმაციას რომ არ დავდებდი, თუ არა და, აქვეა ტაძარი, მიდით და იკითხეთ, რა მოხდა“, - წერს ირმა ელერდაშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „რომ გამოვედი ამდენმა ხალხმა უუუ რომ დაიძახა მეთქი უკან ხომ არ შევიდე...“ - გიორგი მამარდაშვილი თურქეთთან თამაშზე

⭕„მთელი დღეა ვწევარ, წამლებით ხელში... ასე დასრულდა ჩემი დაბადების დღე“ - რა დაემართა თამო ვაშალომიძეს?

🎥 „ესეც ჩემი 33 წელი“ - როგორ და სად აღნიშნა თამო ვაშალომიძემ იუბილე?