Digest Logo

„როდესაც ადამიანი სისტემატურად თრგუნავს საკუთარ „არას“, სხეული რჩება ქრონიკულ დაძაბულობაში და იწყებს სხვა ენაზე ლაპარაკს...“ - რას წერს ნატა გაგუა

1778260681
ნატა გაგუა

ცნობილი ნუტრიციოლოგი და კვების ფსიქოლოგი ნატა გაგუა, რომელიც ამბობს, რომ წონის კლება ნებისყოფის გამომუშავება კი არა, მოქნილი სისტემის შექმნაა, სოციალურ ქსელში ახალ პოსტს ავრცელებს.

როგორც თავად წერს, უარყოფის, მიტოვების ან კრიტიკის შიში შეიძლება გააქტიურდეს ისეთივე ინტენსივობით, როგორც რეალური საფრთხე, ამიტომ, როდესაც ადამიანი სისტემატურად თრგუნავს საკუთარ „არას“, სხეული რჩება ქრონიკულ დაძაბულობაში და იწყებს სხვა ენაზე ლაპარაკს:

„სხეული ამბობს „არას“ მაშინ, როცა ჩვენ ვდუმვართ.

როდესაც ადამიანი ამბობს „დიახ“, მაშინ როცა შინაგანად მკაფიოდ გრძნობს „არას“, სხეული ხშირად ხდება ის ერთადერთი სივრცე, სადაც სიმართლე რჩება.

გაბორ მატე (Gabor Maté) ამ პროცესს ხსნის როგორც კონფლიქტს აუთენტურობას და ემოციურ მიბმულობას შორის.
ბავშვისთვის კავშირი არ არის არჩევანი - ეს არის გადარჩენის ბიოლოგიური პირობა.

როდესაც გარემო პირდაპირ ან ირიბად აძლევს შეტყობინებას:

„ასეთი ნუ იქნები“
„ნუ გაბრაზდები“
„ნუ ამბობ უარს“
„იყავი კარგი“ ბავშვი ირჩევს კავშირს. ყოველთვის.

აქ იწყება ის, რასაც ჩვენ „ხასიათს“ ვეძახით, სინამდვილეში კი - ადრეული გადარჩენის ადაპტაცია.
ზრდასრულ ასაკში ეს აღარ არის შეგნებული ქცევა.

ეს ხდება ავტომატური ქცევითი მოდელი (pattern) - სხვების მოლოდინებთან ავტომატური მორგება საკუთარი შინაგანი სიგნალების უგულებელყოფის ხარჯზე და ადამიანი ამბობს „დიახ“-ს მაშინ, როცა სხეული მკაფიოდ ამბობს „არას“.

ნერვული სისტემა ხშირად ვერ განასხვავებს ფიზიკურ საფრთხეს სოციალური საფრთხისგან.

უარყოფის, მიტოვების ან კრიტიკის შიში შეიძლება გააქტიურდეს ისეთივე ინტენსივობით, როგორც რეალური საფრთხე, ამიტომ, როდესაც ადამიანი სისტემატურად თრგუნავს საკუთარ „არას“, სხეული რჩება ქრონიკულ დაძაბულობაში და იწყებს სხვა ენაზე ლაპარაკს:

ქრონიკული დაღლილობა;
კუნთოვანი დაძაბულობა;
შინაგანი მუდმივი შფოთვა;
ემოციური გამოფიტვა.

ეს არ არის მეტაფორა. ეს არის რეგულაციის ენა. მატეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფორმულა ამბობს:
„აირჩიე დანაშაულის გრძნობა და არა წყენა“.

დანაშაულის გრძნობა ნიშნავს:

„მე დავარღვიე სხვისი მოლოდინი“. 

წყენა ნიშნავს:

„მე ნელ-ნელა ვუღალატე საკუთარ სიმართლეს“.

პირველი გადის. მეორე გროვდება და სწორედ ეს დაგროვება ქმნის ქრონიკული დისტრესის ფონს. ცვლილება არ იწყება რადიკალური გადაწყვეტილებით.

ის იწყება ერთ, ძალიან ზუსტ მომენტში:

როდესაც ადამიანი ამჩნევს, რომ მისი „დიახ“ არ ემთხვევა მის სხეულს.

ეს არის წერტილი, სადაც იწყება დაბრუნება.

ნელ-ნელა აღდგება კონტაქტი:

საკუთარ ემოციებთან;

საკუთარ საზღვრებთან;

საკუთარ სხეულთან;

საკუთარ სიმართლესთან და სწორედ აქ აუთენტურობა (authenticity) წყვეტს იდეად ყოფნას - და ხდება შინაგანი მდგომარეობა.

რამდენიმე კითხვა, რომელიც ამ პროცესს ხილულს ხდის:

სად ვამბობ „დიახ“-ს საკუთარი თავის წინააღმდეგ?

რის დაკარგვის მეშინია, თუ უარს ვიტყვი?

ვის მოლოდინებს ვემსახურები საკუთარი სიმართლის ფასად?

ჯანმრთელობა მხოლოდ სიმპტომების არარსებობა არ არის.

ჯანმრთელობა არის მთლიანობა.

და მთლიანობა შეუძლებელია იქ, სადაც ადამიანი მუდმივად თმობს საკუთარ შინაგან „არას“ კავშირის შენარჩუნების ფასად“, - წერს ნატა გაგუა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ გავიკვლიოთ გზა SPF-ის შერჩევის ლაბირინთში? - „იყო ისტერიკა, პერიოდულად მწვავდება ეს თემა, რომ არის კანცეროგენული“

🎥 რა სჭირდება კანს გაზაფხულსა და ზაფხულზე? დერმატო-ვენეროლოგის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები

⚡ ურანი ტყუპების ნიშანში: ინტელექტუალური რევოლუცია და ახალი ეპოქის დასაწყისი - რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი