Digest Logo

„საათებია ვცდილობ, ემოციებს თავი მოვუყარო და გადმოგცეთ ის, რაც განვიცადე... მადლობა ამდენი ტაშისთვის და ყვავილების ოკეანესთვის, რომელმაც ყველაზე მეტად გამაბედნიერა“ - ნინი შერმადინი

1763896578
ნინი შერმადინი

ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, სოციალურ ქსელში ემიგრანტებს მადლობას უხდის.

როგორც ცნობილია, მომღერალმა 22 ნოემბერს ამერიკაში კონცერტი ჩაატარა, რასაც ბევრი ადამიანი დაესწრო:

„გიორგობას გილოცავთ ქრისტიანებო! წმინდა გიორგის მადლი და ძალა გვფარავდეს ამინ!

მოდით დავიწყებ მადლობით!

მადლობა ამდენი ტაშისთვის და იმ ყვავილების ოკეანესთვის, რომელმაც გუშინ ყველაზე მეტად გამაბედნიერა.
თქვენი სიყვარული და სითბო ძალას მაძლევს, წინსვლის, შემოქმედებისა და მოტივაციისთვის.

დიდი მადლობა ემიგრანტებო! თქვენ ჩემთვის მხოლოდ მაყურებელი არ ხართ, თქვენ ჩემი ოჯახი ხართ.
ოჯახი, რომელიც მიჭერს მხარს, მიტოვებს ძალას და მაძლევს ყველაზე დიდ სტიმულს, არ შევჩერდე.  

უკვე საათებია ვცდილობ, ემოციებს თავი მოვუყარო და გადმოგცეთ ის, რაც გუშინ განვიცადე…
25 წლის განმავლობაში რაც ვაკეთე, რასაც ვაშენებდი, რასაც ვატარებდი, გუშინ თქვენს წინაშე იდგა ნამდვილი მე…
გულწრფელი, მართალი, ყოველგვარი ნიღბის გარეშე.

გუშინდელი საღამო ჩემთვის უბრალო კონცერტი არ ყოფილა, ეს იყო ჩემი გზა, ჩემი ისტორია, ჩემი მუსიკა და ჩემი სულის ამოძახილი…

ზღვა ემოცია, ზღვა სიყვარული და დაუვიწყარი მომენტი, რომელსაც მთელი ცხოვრება შევინახავ.

მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც ეს ღამე ჩემთან ერთად გაიზიარა, ვინც ხელი მომკიდა, მომისმინა და გულით დამიდგა გვერდით.

მადლობა სპონსორებს, მხარდაჭერისთვის და იმ სითბოსთვის, რომელმაც ეს საღამო კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადა“, - წერს ნინი შერმადინი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მისი ერთი დალევაც ურტყამს თირკმელებს და კატეგორიულად უნდა მოერიდო“ - სანდრო ჯიბლაძე ყველაზე მავნე სასმელს ასახელებს

„ქართველთა ერის მფარველი და ერთგული დიდმოწამეა, რომელიც არაერთზგის შეწევნია ჩვენს ქვეყანას...“ - გიორგი ლობჯანიძე

„დღე სულიერი ტრანსფორმაციისთვის...“ - რისთვისაა ხელსაყრელი 23 ნოემბრის ენერგიები და რისი კეთებისგან შევიკავოთ თავი