„როცა ქალს შეუძლია იყოს მკაცრი სამსახურში (ამორძალი), ნაზი საყვარელ ადამიანთან (მოსიყვარულე), მზრუნველი შვილთან და აბსოლუტურად ირაციონალური თავის შემოქმედებაში სწორედ მაშინ არის ის ნამდვილი და „ცოცხალი“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე წერს და ქალებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს.
მისი თქმით, არქეტიპები არ არის მხოლოდ აზრები, ისინი სხეულებრივი მდგომარეობებია:
„ქალი - არა ერთი სტატიკური მოცემულობა, არამედ „შინაგანი თეატრია“, სადაც სხვადასხვა არქეტიპები (ენერგეტიკული და ქცევითი მოდელები) ერთმანეთს ენაცვლებიან.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქალი „მხოლოდ ერთი როლი არ არის“, ჩვენ ვგულისხმობთ ფსიქიკურ მოქნილობას და მთლიანობას.
ქალურობა არ არის არჩევანი ამ როლებს შორის, ეს არის მათი ურთიერთქმედება სინქრონში.
როცა ქალს შეუძლია იყოს მკაცრი სამსახურში (ამორძალი), ნაზი საყვარელ ადამიანთან (მოსიყვარულე), მზრუნველი შვილთან და აბსოლუტურად ირაციონალური თავის შემოქმედებაში სწორედ მაშინ არის ის ნამდვილი და „ცოცხალი“.
შენი მრავალფეროვნება შენი სისუსტე კი არა, შენი უდიდესი რესურსია. ნუ ეცდები ჩაეტიო ერთ ვიწრო ჩარჩოში, მიეცი უფლება შენს შინაგან ამორძალს, ჯადოქარსა და ბავშვს, იცხოვრონ ჰარმონიულად.
აი, რა სჭირდება ქალს იმისთვის, რომ ეს როლები არა მხოლოდ თეორიულად იცოდეს, არამედ იცხოვროს გაცნობიერებულად?
პირველი ნაბიჯი არის იმის დანახვა, თუ რომელი როლია „გადატვირთული“ და რომელი „მიძინებული“.
დააკვირდი, რა დროს გრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად.
როდის ხარ „ამორძალი“ (სამსახურში, კონფლიქტისას) და როდის „ბავშვი“?
არის თუ არა შენს ცხოვრებაში ადგილი იმ ნაწილისთვის, რომელიც ახლა ყველაზე მეტად გაკლია?
არქეტიპები არ არის მხოლოდ აზრები, ისინი სხეულებრივი მდგომარეობებია.
ამორძალს სჭირდება მყარი საყრდენი და გამართული ზურგი.
ბავშვს სჭირდება რბილი მუცელი და თავისუფალი სუნთქვა.
მაგს/ჯადოქარს სჭირდება მგრძნობიარე კანი და ინტუიციური შეგრძნებები.
ქალს სჭირდება უნარი, რომ ფიზიკურად „გადაეწყოს“ ერთი მდგომარეობიდან მეორეზე.
თუ სხეული დაჭიმულია, მას გაუჭირდება სასურველი სპონტანურობის გამოვლენა.
რა არის თქვენთვის ის ერთი სიტყვა, რომელიც ყველაზე ზუსტად აღწერს თქვენს ქალურობას ამ წამს?“, - წერს ნინი დგებუაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 თეთრი ტორტი, შავი კაბა, ოჯახის წევრები და მეგობრები - კადრები ლიზა ჩიჩუას დის დაბადების დღიდან
წყარო: www.facebook.com