Digest Logo

🎥 როდის უნდა გავიდეთ საფლავზე კვირას თუ ორშაბათს?

1681540534
არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი

„თუ გვჯერა ღმერთის, რომ აღსდგა გლოვის დღე არ გვაქვს ეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულია. შესაბამისად, აქ მნიშვნელოვანია არა რომელ დღეს გავალთ სასაფლაოზე არამედ ის, რომ ვიგლოვოთ თუ არა“, - ასე იწყებს საუბარს არქიმანდრიტი - იოვანე მჭედლიშვილი, რომელიც გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ სტუმარი გახლდათ.

👉„ცოტა დრო დარჩა იქამდე, როდესაც ერთმანეთს ერთი წლის მონატრებულ სიტყვებს ვეტყვით: ქრისტე აღსდგა!“ - გია მურღულია

მისი თქმით, აღდგომის დღესასწაული ცვლილებისთვის და მიცვალებულებისთვის თანაბრად სასიხარულოა.

„საფლავზე გასულმა ადამიანმა არ უნდა იტიროს, არ უნდა იგლოვოს. უნდა იცოდეს ხალხმა, რომ ბრწყინვალე შვიდეულის დასრულების შემდეგ მე-7 დღეს ანუ სამშაბათს იხდება პანაშვიდები“, - ამბობს არქიმანდრიტი.