ფილოლოგიის დოქტორი - გია მურღულია სოციალურ ქსელში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საინტერესო პოსტს აზიარებს და წერს, რომ ამ დღეს ქრისტიანებში ორი გრძნობა ეზავება ერთმანეთს - თავზარდამცემი ტკივილი და მაცოცხლებელი მოლოდინი.
👉„ამბობენ, ზღვას ხიდი აკლია და ცას კიბეო. არ ამატებენ - ჯერჯერობით“ - გია მურღულია
„დღეს, ჯვარცმის შემდეგ და აღდგომის წინ, ჩვენში, ქრისტიანებში, ორი გრძნობა თუ განწყობა ეზავება ერთმანეთს: თავზარდამცემი ტკივილი და მაცოცხლებელი მოლოდინი - რაღაც აღსრულდა და რაღაც იწყება.
ორივე ღირსებითა და სიყვარულით უნდა მივიღოთ, რადგან სწორედ ასე მოიტანა ჩვენამდე მაცხოვარმა.
ამაღამ ანგელოზები მხსნელს ოსანას უგალობებენ და ეს მარადიული გალობა იქნება, რომელსაც არავითარი ეჭვი და განდგომა არ მოსდევს - როგორც ეს 20 საუკუნის წინ მოხდა.
დიდი და შეუდარებელი სიხარული გვიახლოვდება.
და ცოტა დრო დარჩა იქამდე, როდესაც ერთმანეთს ერთი წლის მონატრებულ სიტყვებს ვეტყვით:
- ქრისტე აღსდგა!“, - წერს მურღულია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 „თბილისის კედლის მხატვრობაში ერთ-ერთი შთამბეჭდავი ნამუშევარია“ - რა ფოტოს ავრცელებს გოგა ჩანადირი
🔵 როგორ შევღებოთ სააღდგომო კვერცხები სწორად? - სასარგებლო რჩევები