ხვიჩა კვარაცხელიამ საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში „ფლამენგოს“ გაუტანა, რომელიც „პარი სენ-ჟერმენმა“ პენალტების სერიაში 2:1 დაამარცხა.
კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულ დაპირისპირებაში ქართველი თავდამსხმელი „პსჟ“-ს ძირითად შემადგენლობაში იყო და ანგარიში 38-ე წუთზე გახსნა. დეზირე დუეს ჩაწოდებული ბურთი მეკარემ მოიგერია, კვარაცხელიამ კი დამატებაზე ანგარიში გახსნა და პირველ ტაიმში საუკეთესო შეფასება მიიღო – 8.1 ქულა.
ქართველთან უხეშობისთვის მსაჯმა ბრაზილიური გუნდის სამი მოთამაშე გააფრთხილა. ძირითადი დროის შემდეგ კი კვარაცხელია შეცვალეს. ბრაზილიელებმა 62-ე წუთზე პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, ჟორჟინიომ წონასწორობა აღადგინა. გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა, რომელიც უკეთ პსჟ-ს ფეხბურთელებმა შეასრულეს. პარიზელების მეკარე საფონოვმა 4 პენალტი მოიგერია.
ხვიჩა კვარაცხელია გამარჯვების შემდეგ სოციალურ ქსელში ფოტოებს გვიზიარებს:



ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენმა“ მიმდინარე სეზონში მეხუთე ტიტული მოიპოვა – მანამდე გუნდი გახდა საფრანგეთის ლიგა 1-ის, საფრანგეთის თასის, ჩემპიონთა ლიგის და ევროპის სუპერლიგის გამარჯვებული და ახლა ამ ჯილდოებს საკონტინენტთაშორისო თასიც დაემატა.
ხვიჩა კვარაცხელია ისტორიის წერას განაგრძობს – გარდა იმისა, რომ პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიტანა, ასევე პირველი „ჯვაროსანია“, რომელმაც იგივე საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში მოახერხა. ამავე დროს, მეორე ქართველია კახა კალაძის შემდეგ, რომელიც ამ პრესტიჟული გამათამაშების გამარჯვეული გახდა.
View this post on Instagram
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„არასასიკეთოა მკურნალობის დაწყება ან ავადმყოფების მონახულება“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 18 დეკემბერს საქართველოში
⭕18 დეკემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობის, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით