მანუ მურღულია პოპულარული ქართველი მომღერალი, ტელეწამყვანი და ციფრული კონტენტის შემქმნელია. ფართო საზოგადოებამ განსაკუთრებით შეიყვარა იუმორისტული გადაცემის, „ნიკოს შოუს“ ბენდიდან და ტელეკომპანია „პოსტ ტვ“-ის გადაცემა „დღის პოსტის“ წამყვანის ამპლუით.
მანუ გამოირჩევა როგორც გამორჩეული ვოკალური მონაცემებით, ისე ქარიზმატული ეკრანული იმიჯით.
მანუ იუბილარი იყო. მან დაბადების დღე მეგობრების წრეში აღნიშნა.
გავრცელებულ კადრებში, რაც გამომწერებს თავად გაუზიარა, ჩანს, რომ წვეულებაზე მას ვარდისფერი კაბა ეცვა.
აღსანიშნავია, რომ მანუს ორიგინალური ტორტი ჰქონდა.
ცნობისთვის, მანუ მურღულია ბავშვობიდანვე მღერის. ის ჯერ კიდევ პატარა ასაკში გახდა პოპულარული საბავშვო მუსიკალური კონკურსის, „ანა-ბანას“ მეორე სეზონის გამარჯვებული.
იგი ცნობილი ქართული ოჯახის წარმომადგენელია. მისი ბაბუაა ფილოლოგი და საზოგადო მოღვაწე გია მურღულია, ხოლო მამა ბუბა მურღულია, რომელთან ერთადაც მანუმ არაერთი მუსიკალური ნომერი შეასრულა.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა არის რეკომენდებული და რისგან ჯობს თავის შეკავება? - თაკო მელიქიშვილი 10 ივლისის ენერგიებზე