მებაღე ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ბონის, მიუნხენის და პარიზის ბოტანიკურ ბაღებში მიღებული ცოდნის გარეშე მისი საქმე სულ სხვანაირად იქნებოდა. გარდა ამისა, ამბობს, რომ ვერც უცხოური ფონდების და სტიპენდიების გარეშე შეძლებდა ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლას.
„გურიაში და თბილისის უნივერსიტეტში მიღებული სიყვარულისთვის და ცოდნისთვის ბონის, მიუნხენის და პარიზის ბოტანიკურ ბაღებში მიღებული ცოდნა რომ არ მიმემატებინა, ვფიქრობ სულ სხვაგვარად იქნებოდა ჩემი საქმე.
ვერც უცხოური ფონდების და სტიპენდიების გარეშე შევძლებდი ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლას. მე სხვისი ამბავი არ ვიცი, ჩემსას ვყვები. აბა როგორ არ ვიყო მადლიერი?! აბა როგორ არ ვიყო ამ აურზაურში იმ მხარეს რომელზედაც ვარ?!
არც ჩემმა შვილმა არ მინდა ისწავლოს ომსკში, ხაბაროვსკში ან თუნდაც პეტერბურგში“, - წერს ზურა შევარდნაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: