Digest Logo

როგორ ემშვიდობება ლელა წურწუმია ბუბა კიკაბიძეს - ემოციური ფოტო

1674132279
ლელა წურწუმია და ბუბა კიკაბიძე

მსახიობი, მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი ბუბა კიკაბიძე 15 იანვარს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის არის მომღერალი ლელა წურწუმია, რომელმაც კიკაბიძესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: „მშვიდობით ბუბა“.

კიკაბიძე იყო საქართველოს სახალხო არტისტი (1980), სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მრავალი საერთაშორისო სიმღერისა და კინოფესტივალის ლაურეატი. კავალერი ორდენების: ღირსების, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის, ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და წმინდა კონსტანტინე დიდის ჯვრის რაინდი.

1999 წელს თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა. 1999 წელს მოსკოვში „ვარსკვლავების მოედანზე“ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

2020 წელს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.