Digest Logo

„როგორ გადავრჩები არ ვიცი, უნდა სითბო და ცხელი წყალი...“ – ბერი ნიკოლოზის მრევლი მის მიერ დაწერილ წერილს ავრცელებს, სადაც იგი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე წერდა

1776678328
ბერი ნიკოლოზი

სოციალურ ქსელში ბერი ნიკოლოზის (ნარიმან მაქარაშვილის) მრევლი ავრცელებს ფოტოს, რომელზეც, მათი თქმით, თავად ბერის მიერ დაწერილი წერილია აღბეჭდილი. ტექსტში საუბარია ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასა და მკურნალობის სპეციფიკურ მეთოდებზე.

„ცივი ლიმონათისა და სხვა ცივი სასმელების სმისგან ყელი ძალიან გამიცივდა, ასევე თავიც!

ჩირქი გამომდის ზემოდან (ანუ თავიდან), ამომდის ყელიდანაც და, ალბათ, მუცლიდანაც, როცა ვწვები, და ფილტვებიდანაც!

ეს დაავადება, ანუ ყელის გაცივება, მჭირს 1 მილიონი წელია უწყვეტად! სულ ცხელ წყალს ვსვამ და სულ ცხელ საჭმელს ვჭამ - ასე ვირჩენ თავს! ეს ახლა რატომღაც აკრძალულია.

როგორ გადავრჩები, არ ვიცი; ხუთჯერ ამომაჭრეს გლანდები ბავშვობაში.

ჩემი მკურნალობა წამლებით ძალიან ძნელია. უნდა სითბო, სიცხე და ის, რომ ოთახის ტემპერატურის წყალი ვსვა!“ - აღნიშნულია წერილში.

მრევლის წევრები, რომლებიც ამ ფოტოს ავრცელებენ, მიიჩნევენ, რომ ეს წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ რთულ პირობებს, რომელშიც ბერი ნიკოლოზი ბოლო პერიოდში იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ ნარიმან მაქარაშვილი ფონიჭალის დასახლებაში, ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.