მოდელი თამო ვაშალომიძე 2 თვეში მეორე შვილის დედა გახდება.
მან აგურისფერ ულამაზეს კაბაში იპოზიორა და მიმდევრების გული სოციალურ ქსელში კიდევ უფრო მეტად დაიპყრო.
„2-თვეც და“- დაწერა თამომ ახალ ფოტოზე.
პირველი შვილი სოფია მას 2018 წლის 10 თებერვალს შეეძინა, ახლა კი სულ რაღაც 2 თვეში ბიჭის დედაც გახდება.
ინფორმაციისთვის, მისი ახალი რჩეული ბიზნესმენი აკა სამხარაძეა, რომელიც სამედიცინო სფეროში საქმიანობს, თამო შვილს სავარაუდოდ სწორედ აკასგან ელოდება.