ტელეწამყვან გიორგი გასვიანმა სოფელ უჯარმაში მიწის ნაკვეთი შეიძინა, სადაც ეკოლოგიურად სუფთა ხის სახლი ააშენა. როგორც თავად ამბობს, გადაწყვეტილება შვილის გამო მიიღო, რადგან სურდა ბავშვს ეზოში თამაშის საშუალება ჰქონოდა.
გიორგი გასვიანის თქმით, ეზოს არ შემოღობავს, რადგან ირგვლივ სიმწვანე და მთის ხედი ალამაზებს სახლს.
„მინდა, გიამბოთ სახლის ისტორიაზე, რომელიც სულ ახალია.
კახეთში, სოფელ უჯარმაში შევიძინე მიწის ნაკვეთი. თბილისთან ახლოსაა. ზაფხულში ძალიან სიმწვანეა, ისტორიული სოფელია და ჩემს ოჯახთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება მომეძიებინა ნაკვეთი და შემდეგ სახლი ამეშენებინა.
გადავწყვიტე, სახლი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ყოფილიყო“, - ამბობს გიორგი გასვიანი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „რანაირი ლამაზია, თოჯინა“ - ბაბი კირკიტაძე ნანუკა გულუას შვილის უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს