Digest Logo

🎥 როგორ გამოიყურება ნინო ჩხეიძის საახალწლოდ მორთული ნაძვის ხე

1765819758
ნინო ჩხეიძე

ქართული შოუბიზნესის თვალსაჩინო წარმომადგენელი ნინო ჩხეიძე, რომლის რეპერტუარი ქალაქურ ფოლკლორს, ეთნო და პოპმუსიკის ელემენტებს შეიცავს, სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა.

მან ახალი წლისთვის მზადება უკვე დაიწყო და სახლში ნაძვის ხე დადგა.

მომღერალმა ინფორმაცია გამომწერებს გაუზიარა და ნაძვის ხის მორთვის კადრები გაუზიარა. 

ცნობისთვის, მომღერლის ცხოვრებაში სიახლეა. მისი ქალიშვილი, 21 წლის მარიამ კორახაშვილი კანადელ რჩეულზე დაინიშნა.

როგორც ნინომ აღნიშნა, ეს სიახლე მისთვისაც მოულოდნელი იყო.

„სულ ახალი ამბავია, რომ მარიამი დაინიშნა. ჩემი სიძე არის კანადელი. მინდოდა რომ ქართველი სიძე მყოლოდა. მინდოდა რომ ჩემ სიძეს ჩემით ეამაყა. პროტესტი მქონდა. მარიამი არის ძალიან გაწონასწორებული და ჭკვიანი. შენიშვნას ვერ გაბედავ.

თქმა ვერ გავბედე, მაგრამ ჩემ თავთან მქონდა ფიქრები, რატომ იყო ჩემი სიძე კანადელი. ძალიან მეგობრულად გამოვხატე. არ მეწყინა, მაგრამ მეგობრულად ვკითხე. დარწმუნებული იყო საკუთარ თავშიც და იმ ბიჭშიც, მივხვდი, რომ არაფერს აზრი არ ჰქონდა. ერთი წლის წინ რომ გავიცანი ეს ბიჭი, მივხვდი, რომ არ შემცდარა ჩემი შვილი. საქსოფონზე უკრავს, გიტარაზე, მართლა კარგი ბიჭია“, - ამბობს ნინო ჩხეიძე.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Nino Chkheidze (@ninochkheidze_official)

 ასევე დაგაინტერესებთ:

თამუნა იოსელიანი ზოდიაქოს 5 ნიშანს ასახელებს, რომლებსაც 15 დეკემბრიდან სიყვარულის თემა გაუაქტიურდება - „არ უკავშირდება ზედაპირულ რომანტიკას, საუბარია ღრმა კავშირზე“

„როცა ღვთის ნებას არ აღვასრულებთ, ყოველთვის დემონთან ვართ თანხვედრაში...“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება

„რაღაც განსაკუთრებული მოხდება გლობალურ დონეზე, ძველი მოდელები ინგრევა, ახლები ჯერ არ ჩამოყალიბებულა, ამიტომ...“ - კვირის ასტროლოგიური ტენდენციები