Digest Logo

„რაღაც განსაკუთრებული მოხდება გლობალურ დონეზე, ძველი მოდელები ინგრევა, ახლები ჯერ არ ჩამოყალიბებულა, ამიტომ...“ - კვირის ასტროლოგიური ტენდენციები

1765814380
ჰოროსკოპიჰოროსკოპი

ასტროლოგი, რომელიც  „ფეისბუკ“ გვერდს AstroBlog SkyLight მართავს, სოციალურ ქსელში მიმდინარე კვირის (15-21 დეკემბერი) ასტროლოგიურ პროგნოზს გვთავაზობს და მთავარ ტენდენციებზე გვესაუბრება. 

მისი თქმით, ეს იქნება წლის ყველაზე დატვირთული და საინტერესო კვირა, რომელიც მოითხოვს ჩვენგან გონიერებას, გააზრებულ და გაცნობიერებულ ქმედებას, ჭკვიანურ არჩევანს, ნებისყოფას და სიბრძნეს:

„ძვირფასო მეგობრებო, დღეს მინდა დავწერო მომავალი კვირის ასტროლოგიურ ტენდენციებზე - 15-დან 21დეკემბრამდე, რადგან ეს იქნება წლის ყველაზე დატვირთული და საინტერესო კვირა, რომელიც მოითხოვს ჩვენგან გონიერებას, გააზრებულ და გაცნობიერებულ ქმედებას, ჭკვიანურ არჩევანს, ნებისყოფას და სიბრძნეს.

20 დეკემბერს გვექნება წლის ბოლო ახალი მთვარე და კვირა დასრულდება ზამთრის მზედგომის დღესასწაულით, რაც ამ პერიოდს ანიჭებს განსაკუთრებულ, საკრალურ მნიშვნელობას.

ზამთრის მზედგომის დღე - ეს არის წლის ბორბლის საკვანძო წერტილი, მომენტი, როდესაც ღამე აღწევს თავის მაქსიმუმს, შემდეგ კი იბადება ახალი მზე.

21 დეკემბრის ზამთრის მზედგომის დღე - ეს არის სინათლის გამარჯვების სიმბოლო სიბნელეზე.

ვემშვიდობებით მიმავალ წელს და ამავდროულად ხდება გადაწყობა ახალ, 2026 წლის ენერგიებზე. მზედგომა ყოველთვის მიმართულია შინაგანი ვექტორის შეცვლის, მნიშვნელობების გადაფასებისკენ. შეგვახსენებს, რომ სრულდება ძველი ციკლი და შემოდის ახალი, განსხვავებული ენერგიები, როგორც ჩვენს შინაგან სამყაროში და პირად ცხოვრებაში, ისე მთელ გლობალურ სივრცეში. ყველაფერი, რასაც ვაცნობიერებთ, ვასრულებთ და ვირჩევთ ამ დღეებში, ხდება დათესილი მარცვალი უახლოესი თვეებისთვის და მომავალი წლისთვის.

ეს, რა თქმა უნდა, არა სწრაფი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი, ეტაპიბრივი და გრძელვადიანი ცვლილებებია.
პირველ რიგში, განვიხილოთ მერკურის კარმული მდებარეობა, რომელიც კარმულ კვანძებთან ერთად ქმნის დაძაბულ კონფიგურაცია ტაუ-კვადრატს. როდესაც პლანეტა ასე აქტიურად ურთიერთქმედებს კარმულ ღერძთან, ჩვენს ცხოვრებაში ხდება რაღაც მნიშვნელოვანი. ის, რაც მოვლენილია, როგორც კარმული გამოცდა.

მერკური უკავშირდება აზროვნებას, კომუნიკაციას, ამიტომ, ამ კვირაში გამოიკვეთება ინფორმაციის, გადაწყვეტილებების, სიტყვების, შეთანხმებების, მიმართულებების არჩევანის თემები. ეს ნიშნავს, რომ ვაბარებთ კარმულ გამოცდას, რაც ეხება ჩვენი აზროვნების და აღქმის, ურთიერთობების ხარისხს, იმის მიხედვით, თუ როგორ ვფიქრობთ,რას ვამბობთ, რომელი ინფორმაციის წყაროს ვენდობით და რა გადაწყვეტილებებს ვიღებთ.

დამახინჯებულმა ინფორმაციამ, ნაჩქარევმა და ხისტმა სიტყვებმა, შეცდომებმა დასკვნების გამოტანაში, მოსალოდნელია, რომ ხანგრძლივი და ძნელად გამოსასწორებელი შედეგები მოგვიტანოს.
ამიტომ ეს კვირა მნიშვნელოვანია გავიაროთ არა ინერციით, არამედ ვიფიქროთ, გავაანალიზოთ, ავწონ- დავწონოთ, თუ გვჭირდება რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება და მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება, რადგან სწორედ ცნობიერი არჩევანი, გულწრფელი საუბარი, განზრახვების სწორად ფორმულირება ამ კვირაში გაგვიხსნის სრულიად ახალ გზების.

მერკური მშვილდოსანში გადაგვრთავს ახალ იდეებზე, ჩვენი განვითარების ახალ თემებზე, ახალ სწავლებაზე, ახალ ცოდნაზე, მოგზაურობებზე. ასეთი მერკური ხელს უწყობს სტრატეგიულ აზროვნებას, გვეხმარება გავიაზროთ ერთოანი სურათი შორ პერსპექტივაშ და არა პირიქით ჩავიკარგოთ დეტალებში და წვრილმანებში.
თუმცა, მერკურს მშვილდოსანში ახასიათებს სიჩქარე და ზედაპირული დასკვნების გაკეთება. ამიტომ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ და გადაწყვეტილებების მიღებამდე სიღრმისეულ ანალიზს მივმართოთ.
შემდეგი მოვლენა ამ კვირაში იქნება ლილიტის და ურანის- მოულოდნელობების პლანეტის ოპოზიცია, რაც გახდება ძლიერი კონფიგურაციის ნაწილი უმაღლეს პლანეტებთან - მერწყულში პლუტონთან და თევზებში სატურნისა და ნეპტუნის შეერთებასთან.

რაღაც განსაკუთრებული მოხდება გლობალურ დონეზე, ტურბულენტობიდან მოვლენათა ქაოსამდე, მკვეთრ სიახლეებამდე, ტექნოლოგიურ კრიზისებამდე და მოულოდნელ შემობრუნებებამდე.

ძველი მოდელები ინგრევა, ახლები ჯერ არ ჩამოყალიბებულა, ამიტომ არასტაბილურობის შეგრძნება შეიძლება მნიშვნელოვნად გაძლიერდეს.

მკვეთრ ცვლილებებს მოიტანს ურანი. რადგან ეს არის მოულოდნელობების პლანეტა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ სწორედ ასეთი კონფიგურაციები მიგვანიშნებს ახალი მომავლის დაბადებაზე ძველის დანგრევითა და ილუზიებზე უარის თქმით.

ეს კონფიგურაცია გავლენას მოახდენს არა მხოლოდ მსოფლიო მოვლენებზე, არამედ თითოეულ ჩვენგანზე.
მნიშვნელოვანია, რამდენად ადეკვატურად ვაცნობიერებთ და აღვიქვამთ მიმდინარე მოვლენებს, რამდენად ღია ვართ იმ ცვლილებებისთვის, რასაც სამყარო გვთავაზობს? რას ვირჩევთ?

არ იქნება იოლი ამ დროის მონაკვეთის გავლა, რადგან მარსი, მზე და ვენერა გაივლიან სერიოზულ გაკვეთილებს სატურნთან და ნეპტუნთან. ამ გავლენას ნამდვილად ვიგრძნობთ თითოეული ჩვენგანი.
მზისა და ვენერას კვადრატი სატურნთან 20 დეკემბრამდე გააჩენს მხარდაჭერის უკმარისობის, დაღლილობის, ეჭვების განცდას.

ურთიერთობებიც გაივლიან გამძლეობის ტესტს და სადაც ილუზიებია, ისინი დაინგრევა, ხოლო სადაც რეალური ღირებულებებია, ის ურთიერთობები ახალ დონეზე გადავა. ამ კვირაში შეიძლება საგრძნობლად დაგვაკლდეს ძალები, ოპტიმიზმი, ენთუზიაზმი.

გავლენას მოახდენს ასევე ზამთრის მზედგომის დღის მოახლოება, რადგან ეს ყველაზე ბნელი, ყველაზე გრძელი ღამეებია. და ყურადღება მიაქციეთ, რომ წელს ზამთრის მზედგომის დღემდე კვირა ფაქტობრივად ემთხვევა მთვარის თვის ბოლო მეოთხედს. ანუ კვირის ბოლოს დაიბადება არა მხოლოდ ახალი მზე, არამედ ახალი მთვარეც. და ყოველთვის, როგორც ამბობენ, მძიმეა ღამე გათენებამდე.

ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მომავალი კვირა არ არის შთაგონების დრო, ეს არის გონივრული არჩევანის დრო. ეს არის დრო, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება ნებისყოფა და სიბრძნე.

ემოციური რყევები, ნერვული აფეთქებები, უკიდურესობებში ჩავარდნა განსაკუთრებით გამოვლინდება მათთან, ვინც მიდრეკილია გადატვირთვისკენ.

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქიკისა და სხეულის დაცვა. ეს ახლა ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანაა.
გარდა ამისა, ამ კვირაში ჩვენ გველოდება ასევე მნიშვნელოვანი ახალი მთვარე მშვილდოსანში- 20 დეკემბერს, ზამთრის მზედგომის დღის წინა დღეს.

ეს ახალი მთვარე ასრულებს წლის შედეგებს და ამავდროულად აყალიბებს ზრდის პროგრამას, ჩვენი ჰორიზონტების გაფართოებას, მნიშვნელობის ძიებასა და საკუთარი გზის პოვნას. მშვილდოსანი ყოველთვის მომავალზეა ორიენტირებული, ჩვენი განვითარების ვექტორზე, კითხვებზე - სად მივდივარ და რისთვის მივდივარ. ეს ახალი მთვარე სწორედ მიმართულების არჩევანს გვთავაზობს, რომელიც გაგვაძლიერებს მთელი მომავალი ციკლის განმავლობაში.

და კიდევ, ამ კვირაში ლილიტი ანუ შავი მთვარე, რომელიც ოპოზიციაში იქნება მოულოდნელობების პლანეტა ურანთან, გადადის მორიელის ნიშნიდან მშვილდოსნის ნიშანში. ეს მნიშვნელოვანი ტრანზიტია, რადგან ეს ნიშნავს კარმული პროგრამის შეცვლას უახლოესი 9 თვის განმავლობაში.

ლილიტი მშვილდოსანში უფრო რბილია. მორიელში იგი განსაკუთრებით მძიმე იყო, რადგან მორიელი - ეს არის ტრანსფორმაციის ნიშანი. ლილიტი - ეს არის ჩვენი პიროვნების ჩრდილოვანი მხარის სიმბოლო. ლილიტი მშვილდოსანში ამოწმებს ჩვენი რწმენის სისუფთავეს, საკუთარ თავთან გულწრფელობას, წამოიწევს ფანატიზმი, ცრუ იდეოლოგიები და ბრმა რწმენები. ეს იქნება გამოცდა სულიერ სიმწიფეზე და მორალურ არჩევანზე, რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ მომავალი 9 თვის განმავლობაში.

აი, ასეთი კვირა გველოდება: დატვირთული, ინფორმაციული, საინტერესო, კარმული, უკიდურესად მნიშვნელოვანი.
ეს არ არის დრო დამალვისთვის ან დინების მიმართულებით ცურვისთვის. ეს იქნება ცნობიერი მანევრირების დრო, სამყაროს მინიშნებების დანახვის და მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთების უნარი. თუ ამ კვირას ყურადღებით გავივლით, ის გახდება ჩვენთვის ძლიერი გარდამავალი წერტილი ახალ რეალობაში.

გახსოვდეთ, ჩვენ ვქმნით ჩვენს რეალობას, ზეციური ძალები და ციური სხეულები კი მხარს გვიჭერენ და გვეხმარებიან ცნობიერად გავიაროთ ჩვენი გასავლელი გზა ამ ცხოვრებაში“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„საცხოვრებელ სივრცეში სასარგებლოა მთვარის სექტორის გააქტიურება... გვაქვს შესაძლებლობა დავაკორექტიროთ მომდევნო წლის მოვლენები“ - რას წერს ფენ-შუის სპეციალისტი

2025 წლის დეკემბრის მეორე ნახევრის ძირითადი ასტროლოგიური მოვლენები ხათუნა ნოელისგან

„ის პირველი თაობა ვართ, ვინც გაჯეტების სასწაულებს ეზიარა, მაგრამ ადამიანური მონატრების სევდა და ერთმანეთის ჩახუტების ლაზათი მაინც არ დათმო“ - რას წერს ნინო ბაშარული