
სოციალური ქსელის მომხმარებელი თამთა ჭიღლაძე წერს, რომ თბილისში, ლილო მოლში თვე-ნახევრის ლეკვებს ვიღაცამ თავები მოაჭრა და გადაყარა. ამის ამსახველ ფოტოებს ის ფეისბუკზე აქვეყნებს.
„ჰო, ვიცი, მძიმე საყურებელია, მაგრამ ეს არის ჩვენ რეალობა.
როგორ გინდა არ შეიშალო ამის ნახვის შემდეგ? საწყალი დედა ძაღლი ლოკავდა ამ უთავო ლეკვებს და პურს აწვდიდა რომ ეჭამათ.
ლილო მოლში, ვიღაცამ თავი წააცალა თვე-ნახევრის ლეკვებს.
სანამ თქვენ ძაღლებს ამრავლებთ და აჯვარებთ, ქუჩაში ასეთი მძიმე მდგომარეობაა! გაასტერილეთ ძაღლები!“, - წერს თამთა ჭიღლაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: